ამონარიდები ალექსეი ტოლსტოის მოთხრობებიდან…
„დიდი უცნაური გრძნობა ყოფილა სიძულვილი, სიყვარულივით ვერც იმას ვერ გაუგებ ვერაფერს. მთელ ძალებს ერთად მოკრებს ხოლმე, გაამახვილებს და შენს სიცოცხლეს პაწაწინა სივრცეში მოაქცევს”. – (მთაზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამქვეყნად მარტო ერთი კანონი სუფევს: არ იყოს არავითარი კანონი და, რაც შეიძლება, შემცირდეს სულელები”. – (საწოლქვეშ ნანახი ხელნაწერი)
* * *
„სიკვდილი მარტოდ დარჩენა, მარტოობაში ყოფნაა”. – (წყალქვეშ)
* * *
„მითხარი, ჩემო ალალმართალო მსაჯულო, კაცობრიობამ უნდა დაიცვას თუ არა თავი გაცოფებულ ნადირ-მხეცთაგან? თუ ოთახში ნადირი შემოგივარდა, თუ სულში ეშმა ჩაგიძვრა, რას იზამ? – ჯვარი აქაურობასო, იტყვი, ნაკოდალს ესვრი, ზედ შედგები, მერე კი ფეხებს გაიწმენდ ტილოზე, ხომ? რატომ? იმიტომ, რომ თავი დაიცვა”. – (საწოლქვეშ ნანახი ხელნაწერი)
* * *
„თუ მიდიხარ, ბარემ სწორ გზაზე იარე”. – (ნიკიტას ბავშვობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მარტო არ დარჩე – აი, რაა თავი და თავი! მარტოობა ყოფილა ყველაზე დიდი ცოდვა ამ ქვეყანაზე. წახვიდე და თევზი დაიჭირო, ეს თურმე უფრო დიდს რასმე ნიშნავს, ვინემ ბნელაში იჯდე და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყვიტო… ჯანდაბას საიკვდილი!” – (წყალქვეშ)
* * *
„საოცარია, რაც უფრო მეტ ხანს ცხოვრობ, უფრო რწმუნდები, რა ნაძირალაა ხალხი”. – (საწოლქვეშ ნანახი ხელნაწერი)
* * *
„სიკვდილის წუთებშიაც ადამიანმა პირნათლად უნდა მოიხადო შენი ვალი”. – (წყალქვეშ)
* * *
„კაცობრიობას კაპიტალური ოპერაცია სჭირდება”. – (საწოლქვეშ ნანახი ხელნაწერი) – (ავტორი გენია.ჯი)