ამონარიდები ანტონ ჩეხოვის თხზულებებიდან…

„იწამეთ ღმერთი, სიცრუის გარეშე არ შეიძლება! როდესაც მე მართალს ვამბობ, არავინ არაფერს მაძლევს. სიმართლე შიმშილის კარებზე დაგაბამს და ღია ცისქვეშ გაიყინები!”. – (მათხოვარი) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიკვდილი არაფერია, მადლიცაა, ოღონდ, რა თქმა უნდა, მოუნანიებლად არ უნდა მოკვდეს ადამიანი”. – (ტრამალი)

* * *

„ხშირად სასჯელი უფრო მეტად მავნებელია ადამიანისათვის, ვიდრე თვითონ დანაშაული”. – (შინ)

* * *

„ჩვენს დროში ბედნიერი კაცის ნახვა უცნაურიც კია. უფრო ადვილად თეთრ სპილოს ნახავს კაცი”. – ბედნიერი კაცი)

* * *

„პუშკინი ამბობდა, სახელი და დიდება დაგლეჯილი ტანსაცმლის ღია ფერის საკერებელიაო”. – (პირველი კლასის მგზავრი)

* * *

„რა ჩვეულება გაქვთ ბალზაკის ასაკის ქალებს, ღმერთმანი! სილამაზით და ახალგაზრდობით გატაცება აღარ შეგიძლიათ და აღსარებითა და შესაბრალისი სიტყვებით გინდათ მოხიბლოთ ადამიანი!” – (უსაქმურობისაგან) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„იმაზე უფრო დიდი ბოროტება არაფრერია, როგორც ძალმომრეობითი სიკვდილი. ასეთი სიკვდილი ეშმაკსა და მავნეს გაუხარდება”. – (ტრამალი)

 * * *

„ადამიანს ერთი თვისება აქვს, რომლის ძალითაც მას შეუძლია, რანაირი ატმოსფერო და გარემოებაც უნდა იყოს, შეეჩვიოს, შეეგუოს, ალღო აუღოს და შეეთვისოს; ეს ასე რომ არ იყოს, ადამიანი იძულებული იქნებოდა ყოველ საათს და ყოველ წუთს ხსომებოდა, რომ მის გონივრულ მოქმედებას ხშირად უგუნური სარჩული უდევს”. – (შინ)

* * *

„ადამიანი თვითონვე არის თავისი ბედნიერების შემოქმედი”. – (ბედნიერი კაცი)

* * *

„უკანასკნელი ადამიანია ის, ვინც საკუთარ სარწმუნოებას აბუჩად იგდებს”. – (ტრამალი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>