ამონარიდები თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ყმაწვილი”
„ფულის მოთხოვნა, თუნდაც ჯამაგირისა – უსაძაგლესი ამბავია, თუ სადღაც, სინდისის კუნჭულებში, გრძნობ, რომ მაინცდამაინც არ დაგიმსახურებია ეს ფული”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგი ქალი იმავ წამს მოხიბლავს კაცს თავისი სილამაზით თუ რითაც არის; ზოგს კი ნახევარი წელიწადი უნდა უკირკიტო, სანამ გაიგებდე, რა აქვს შესაყვარებელიო”.
* * *
„მეტად უხამსად თავშეყვარებული უნდა იყო კაცი, რომ საკუთარ თავზე წერდე და არ კი შეგრცხვეს”.
* * *
„არაფერია იმაზე უფრო თავსამტვრევი, ვიდრე რაიმე საქმის, ან იქნებ ყოველი საქმის წამოწყება”.
* * *
„მე დამთმობი და წვრილმანი ვარ მხოლოდ წვრილმანებში, მაგრამ მთავარს არასოდეს არ დავთმობ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველმა მამაკაცმა იცის მარჯვნივ სიარული, შეხვდებიან ერთმანეთს და გაიყრებიან, ის მარჯვნივ წავა და მეც მარჯვნივ წავალ. ქალი, ესე იგი მანდილოსანი, – მე მანდილოსნებზე მოგახსენებთ, – ჯიქურ მოაბიჯებენ თქვენკენ, არც კი გამჩნევთ, თითქოს თქვენ უსათუოდ მოვალე ხართ განზე გახტეთ და გზა დაუთმოთ. მზად ვარ დავუთმო, როგორც უსუსტეს ქმნილებას, მაგრამ რა შუაშია აქ მისი უფლება, რატომაა ასე დარწმუნებული, რომ მოვალე ვარ ასე მოვიქცე, – აი, რა არის შეურაცხმყოფელი! როცა შევხვედრივარ, ყოველთვის გადამიფურთხებია: ამის მერე კი გაჰყვირიან, ქალი დაჩაგრულიაო, და თანასწორობას მოითხოვენ; რა თანასწორობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ქალი ფეხს მადგამს ან პირს ქვიშით მივსებს!”
* * *
„ვიდრე ეს ოქროსკულულებიანი, უმანკო პაწია ბავშვები დაფარფატებენ შენს თვალწინ და შემოგცქერიან თავიანთი ნათელი სიცილითა და ნათელი თვალებით, – ასე გგონია, ღვთის ანგელოზები ან უცხო ჩიტუნები არიანო; მერე კი… მერე ხანდახან ისეც ხდება, ნეტავი სულაც არ გაზრდილიყვნენო!”
* * *
„დამიჯერე, რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს… ასე ვთქვათ, წყურვილი დამონებისა. არ დაგავიწყდეს – გამონაკლისი არც ერთი არაა”.
* * *
„ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო, – საუცხოო წესია!” – (ავტორი გენია.ჯი)