ამონარიდები კონსტანტინე პაუსტოვსკის მოთხრობებიდან…
„მიყვარს დილის საუბრები, დილაობით ჩვენი აზრები ისეთივე სუფთაა, როგორც ახალდაბანილი ხელები”. – (სრბოლა ჟამისა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ის სულელური გამოთქმა, თითქოს ჩვენი ცხოვრება ჩირადაც არ ღირდეს, დავიწყებას უნდა მიეცეს. ყვავილებიც და სხვა ბევრი რამ, რაც სულსა და გულს სიამეს ჰგვრის, მუდამ თან უნდა გვახლდეს ცხოვრების გზაზე. ეს ადამიანს უსაზღვროდ დიდსულოვანს ხდის”. – (ჩაძინებული ბიჭი)
* * *
„რა კარგი იქნება, კაცს რომ არასოდეს ახსენდებოდეს ცხოვრებისეული გასაჭირი”. – (მეზღაპრე)
* * *
„შემეცნება არის ბოლქვი, მისგან იზრდება საოცარი და მარადისი ყვავილები წარმოსახვისა”. – (მოთხრობის დაბადება)
* * *
„რაკი საზრუნავი არავინაა, ესე იგი, არსებობასაც აზრი არა აქვს. გათოშილია სიცოცხლე”. – (ფარაჯიანი მოხუცი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ რამის მიღწევა გინდა, არაფერზე არ უნდა იფიქრო, მხოლოდ უნდა იარო, იარო, იარო, სანამ მუხლი გერჩის”… – (ოლეშასკასთან შეხვედრა)
* * *
„არ არსებობს არც ერთი თუნდაც სულ უბადრუკი ადამიანის ცხოვრება, რომელშიც ასახული არ იყოს ეპოქა, ხან ბრწყინვალე, ხანაც უხეში და სასტიკი”. – (შარლ ლონსელვილის ცხოვრება)
* * *
„სიბერეში შეძენილი ჩვეულება ძალიან მტკიცე და ჯიუტია”. – (ფარაჯიანი მოხუცი)
* * *
„სინამდვილე არც ისე მოწყალეა”. – (მეზღაპრე)
* * *
„სიცოცხლე არასოდეს ჩერდება. იგი ყოველთვის იდენს ფართო და მრავალფერ ნაკადად იმ შორეთისაკენ, ჩვენს მომავალს რომ ვუწოდებთ”. – (სრბოლა ჟამისა) – (ავტორი გენია.ჯი)