ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„დავიწყებაზე უბადრუკი და საზიზღარი ამქვეყნად არაფერი მეგულება”. – ჰაინრიხ ჰაინე (ავანტიურისტ ფელიქს კრუსის აღსარება) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იხილო დიდი ხნის განშორების შემდეგ ოდესღაც ძვირფასი და ეგებ საყვარელი სახის ნაკვთები, სცნობდე და ვეღარცა სცნობდე თითქოს უწმინდეს, ჯერ კიდევ დაუვიწყარ სახეს, – რომელიც სხვა, თუმცა მსგავსი, მაგრამ მაინც უცხო სახეა, თითქმის უნებლიეთ შეამჩნიო დაღი, რომელიც დროს დაუსვამს, – ყოველივე ეს საკმაოდ სევდისმომგვრელია”. – ივანე ტურგენევი (იაკოვ პასინკოვი)
* * *
„სიმართლე თუ გნებავთ, მხოლოდ ცხოვრების ცოდნა გვანიჭებს იმის უფლებას, სულ სხვადასხვანაირ მოვლენებს ღირსეულად ავუაროთ გვერდი”. – ჰაინრიხ ჰაინე (ავანტიურისტ ფელიქს კრუსის აღსარება)
* * *
„მთელი ჩვენი ცხოვრება სიზმარია და ყველაზე საუკეთესო ცხოვრებაში ისევ სიზმარია”. – ივანე ტურგენევი (იაკოვ პასინკოვი)
* * *
„სიმყუდროვე ბედნიერების მცირე სახეობაა და სხვა გზა როცა არ არის, მაშინ ამ მცირედით უნდა დავკმაყოფილდეთ”. – ჰაინრიხ ჰაინე (ავანტიურისტ ფელიქს კრუსის აღსარება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პატიოსანი ადამიანი ბოლომდე ერთგულია”. – ივანე ტურგენევი (იაკოვ პასინკოვი)
* * *
„ჩანს, ვერც შენს ბედს შეცვლი ადამიანი, ვერც საკუთარ თავს იცნობს ვინმე, და მომავლის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელია. ნამდვილად, ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ მოულოდნელი რამ ხდება, და ჩვენ მთელი სიცოცხლე სხვა რას ვაკეთებთ, გარდა იმისა, რომ ჩვენს თავზე გადახდენილ ამბებს შევეგუოთ!” – ივანე ტურგენევი (მიწერ-მოწერა)
* * *
„უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა”. – თედორე დოსტოევსკი (ყმაწვილი)
* * *
„ვისაც ეშინია იმისა, რაც სასაცილოდ გამხდარა, იმას სიმართლე არ უყვარს! ისეც მოხდება ხოლმე, რომ ვინმე სულელის უაზრო გადახარხარება, კარგ ადამიანებსაც ბევრ რამეზე ათქმევინებს უარს. უარს ათქმევინებს თუნდაც იქ არმყოფი მეგობრის გამოსარჩლებაზე, როცა ეს მეგობარი დაცინვის საგნად გამხდარა”. – ივანე ტურგენევი (მიწერ-მოწერა)
* * *
„სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება”. – თედორე დოსტოევსკი (ყმაწვილი) – (ავტორი გენია.ჯი)