ამონარიდები საბაჰათინ ალის რომანიდან – „ეშმაკი ჩვენს სულში”

„ირგვლივ იმდენი ჭუჭყია, რომ სუფთად ყოფნის მხოლოდ ერთი გზა არსებობს – განმარტოება და საზოგადოებასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნამდვილი სიკეთე უცნობი ადამიანების დახმარებაა, ჩვენ კი კეთილი ზრახვები მხოლოდ მეგობრებისთვის გვაქვს შენახული”.

* * *

„ვინ იცის, იქნებ ადამიანს მართლა სწყურია სიკეთის თესვა და ამას უანგაროდაც აკეთებს? ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია კეთილი საქმე ვაკეთოთ და ამიტომაც ვცდილობთ სხვა ღირსეული საქმის დამცირებას. ასეთ ხალხს თვითრეკლამის სიყვარულსა და ცბიერებას ვდებთ ბრალად. გვგონია, რომ სიკვდილის შემდეგ კეთილად ხსენებისათვის იღწვიან”.

* * *

„მთავარია მოინდომო! უნდა მოინდომო ძლიერ, იმდენად ძლიერ, რომ სხვა ყველაფერი დაივიწყო და ერთ მიზანს შესწირო მსხვერპლად”.

* * *

„იმისათვის რომ ცხოვრებაში ღირსეული ადგილი დაიკავო, არაფერს არ უნდა მოერიდო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვიდრე აღმოსავლურსა და დასავლურს ავირჩევდეთ, ჯერ უნდა გაირკვეს ორივეს ავი და კარგი”.

* * *

„ყოველ ადამიანს, – ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად სულში რაღაც ეშმაკი უზის და ეშმაკი გვაიძულებს მოვიქცეთ არა ისე, როგორც ჩვენ გვსურს, არამედ სულ სხვაგვარად”.

* * *

„ბოლოს და ბოლოს მივხვდი, თუ რა სულმდაბალნი არიან ადამიანები. საკუთარ კანზე ვიგრძენი მათი მსუსხავი სისაზიზღრე. ახლა წმინდანის ნიღაბიც კი ვერ მომატყუებს…”

* * *

„ადამიანის ცხოვრებას უნდა ჰქონდეს რაღაც აზრი, იგი მხოლოდ ჭამის, სმის და გამრავლებისათვის როდი ჩნდება ქვეყნად. ხომ უნდა არსებობდეს სხვა, უფრო დიდი და უფრო ადამიანური მიზანი?”

* * *

„დღემდე ვერ გაუგიათ, რომ ადამიანი გონების, ცოდნის, ლოგიკის, მორალის თავმოყრაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამათი მთლიანობა. რამდენადაც მრავალსახოვანი არ უნდა ჩანდეს ადამიანი, ყველა მისი თვისება მაინც ერთ წერტილში იყრის თავს და ერთ ჰარმონიას ჰქმნის. და აი, ამ ჰარმონიულ ერთიანობას ვეძახით პიროვნებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>