ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„არ არის ჩემს რწმენაზე უფრო მტკიცე და მგზნებარე, რწმენისა, რომ შებორკილი მოაზროვნე აჯობებს გონებაჩლუნგ ჯალათებს, რომ დაჩაგრული მშრომელი აჯობებს მძვინვარე მოძალადეს, ცოდნა დასჯაბნის სიცრუეს!..” – ვასილ იანი (ჩინგიზ-ხანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ მესმის, რა შეიძლება იყოს მშვენიერი სიკვდილში? ეგებ მხოლოდ… ეგებ მხოლოდ მაშინ, როცა ღირს რაიმესთვის სიკვდილი!” – კარელ ჩაპეკი (დედა)
* * *
„სრულიად არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში. რა უნდა იყოს ამაზე უფრო საშინელი და სამარცხვინო!” – საბაჰათინ ალი (ეშმაკი ჩვენს სულში)
* * *
„ – რა კარგია ახალგაზრდობა… თუნდაც ხუნდები გედოს…”. – ვასილ იანი (ჩინგიზ-ხანი)
* * *
„უკეთესთა შორის უკეთესნი მუდამ ყველაზე წინ მიდიან”. – კარელ ჩაპეკი (დედა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ ადამიანებს ცუდ საქმეს არ ვუკეთებ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს კაიკაცობას”. – საბაჰათინ ალი (ეშმაკი ჩვენს სულში)
* * *
„უადგილო ბრძანება და დასჯა ყოველგვარი ბოროტების საფუძველია”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (მოქალაქე გენერალი)
* * *
„არ შეიძლება სულში გქონდეს ისეთი რამ, რაც საძაგლობისკენ გიბიძგებს”. – საბაჰათინ ალი (ეშმაკი ჩვენს სულში)
* * *
„მე, მთიელ ველურს, ძველ წიგნებში წამიკითხავს, რომ სამი ათას სხვადასხვა ადამიანურ დანაშაულთაგან ყველაზე მძიმეა უპატივცემულობა მშობლებისადმი”. – ვასილ იანი (ჩინგიზ-ხანი)
* * *
„მთელი წელიწადი მშვენიერია – თავიდან ბოლომდე”. – სეი-სიონაგონი (მარტოობის ჟამს ჩანაწერები) – (ავტორი გენია.ჯი)