ამონარიდი ჯეიმს მალაჰან კეინის ნოველიდან – „ორმაგი დაზღვევა”
„თუ თქვენ სასაცილოდ გეჩვენებათ, რომ მზად ვარ კაცი მოვკლა რაღაც ერთი მუჭა ჟეტონისთვის, დაფიქრდით, ის თუ არის სასაცილო, მთელი სიცოცხლე ბედის ბორბალქვეშ იყო მოქცეული და უცებ შტურვალივით დაიწყო მისი ტრიალი. მე ძალზე ბევრი დამწვარი სახლი მინახავს, ძალზე ბევრი გვამი საფეთქელზე ლურჯი ნახვრეტით, ძალზე ბევრი საშინელი რამ, რასაც ადამიანები სჩადიან საიმისოდ, რომ ბედის ბორბალი თავიანთ მხარეს შეატრიალონ, ძალზე ბევრი რამ, რათა ყველა ეს სისაძაგლე წარმოუდგენლად აღარ მეჩვენოს. და თუ ეს თქვენთვის გაუგებარია, გაემგზავრეთ მონტე-კარლოში ან კიდევ სადმე, სადაც დიდი კაზინოებია, მიუჯექით მაგიდას და დააკვირდით იმ ადამიანების სახეებს, რომლებიც სპილოს ძვლის ბურთულას წრეზე სატრიალოდ აგდებენ. შემდეგ კი დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: მაინც რამდენს ენაღვლება, თუ ახლა დარბაზიდან გახვალთ და შუბლში ტყვიას იკრავთ? იქნებ მაგიდასთან მსხდომთაგან მხოლოდ ერთი შეკრთეს სროლის გაგონებისას და თვალები დახაროს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის ადარდებს, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, არამედ იმიტომ, რომ დაინახოს, ხომ არ დაგრჩა მაგიდაზე ჟეტონი, ნაღდ ფულზე რომ გადაცვალოს. არა, შენ მისთვის სულერთი ხარ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მისთვის კი სულერთი”. – (ავტორი გენია.ჯი)