ამონარიდები სეი სიონაგონის დღიურების კრებულიდან – „მარტოობის ჟამს ჩანაწერები”

„ჩემს თავზე მევე მეცინება – მეც ყველაფრის გაგება რომ მომინდა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გშურდეს სხვისი; შენს უიღბლობაზე წუწუნებდე გაუთავებლად; ყოველ წვრილმანზე კითხვა-კითხვით გული შეუწუხო ადამიანს და თუ მან გულახდილი საუბარი არ ისურვა შენთან, დაბოღმილმა ცილი დასწამო და ჩირქი მოსცხო; ყურმოკრულად გაიგონო რაღაც ამბავი და მერე ყველგან და ყველასთან წამდაუწუმ ისე ჰყვებოდე, თითქოსდა შენი თვალით გენახოს ის,რასაც ჰყვები, – ყოველივე ეს საძაგლობაა, საძაგლობა!”

* * *

„ამ დრომდე რომ ეცოცხლათ ჩვენს ძველებს და ჩვენ ამ დღეში ვენახეთ, რარიგ მკაცრად განგვსჯიდნენ და გაგვკილავდნენ!”

* * *

„ძველი ჭეშმარიტება ღაღადებს: საკუთარი თავის გამოსწორებას სამარცხვინოდ ნუ მიიჩნევო”.

* * *

„უგუნურებაა ავი თვალით უყურებდე სიძეს, რომელიც უკვე შინ შემოგსვლია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ის, რაც გაუფასურებულა – წაქცეული მოჭიდავის ზურგია”.

* * *

„ბევრის მცოდნე, ბრძენი მღვდელიც, უდაოა, აღტაცების მომგვრელია”.

* * *

„უმალ მოვკვდები, ვიდრე მეორეობას ან მესამეობას დავყაბულდები. მხოლოდ პირველი მინდა ვიყო, მხოლოდ პირველი!”

* * *

„ლამაზი ქალი კიდევ უფრო ლამაზი ჩანს, როცა იგი ზაფხულის სიცხეში შუადღის თვალის წატყუების შემდეგ გამოიღვიძებს”.

* * *

„უცნაური რამ კი არის ეს გული, რა ცოტა რამის გამო ღელავს დალოცვილი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>