ამონარიდები ჰაინრიხ ბიოლის რომანიდან – „უკაცო სახლი”

„მამაკაცი იმაზე უკეთეს ვერაფერს შესთავაზებს ქალს, თუ არა – ცოლად გამომყევიო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გულისაკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის”.

* * *

„მართლაც რომ მისწრებაა კინოში შესვლა: ჯერ ერთი – თბილა, მეორეც ის, რომ კაციშვილი ვერ გხედავს, გამოლაპარაკებითაც ვერავის გამოელაპარაკები და სწორედ კინოში თუ მოახერხებ იმას, რასაც ვერასგზით ვერ შეძლებ სხვა დროს: კინოში თუ დაივიწყებ ყველაფერს”.

* * *

„უწინ ერთგული ქალები ელოდებოდნენ იმ დღეს, როცა მათ უკუღმართი კაცები ითხოვდნენ, ახლა კი მე, შენის ნებართვით ერთგული კაცი, მე უნდა ველოდო, როდის მომცემს უკუღმართი ქალი მისი შერთვის უფლებას”.

* * *

„ – ურცხვობა ისაა, რასაც ბავშვები სჩადიან, ხოლო დიდების ურცხვობას ამორალური ყოფაქცევა ჰქვია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ეჭვი არ მეპარება, ქვეყანაზე გაცილებით მეტი საპატარძლო დაიარება, ვიდრე კარგი სამეგობრო კაცი. იმნაირი ქალები კი, დროის გასატარებლად რომ გამოგადგება – უამრავია”.

* * *

„სათქმელი თუ გაქვს, გულწრფელად მითხარი”.

* * *

„ომი მუდამ კურთხეული თემაა დრამატურგისათვის, რადგან ისეთი მოვლენა მოჰყვება ხოლმე, როგორიცაა სიკვდილი, თავიდან ბოლომდე მთელ სიუჟეტს რომ ბაძავს გვარიანად დაჭიმული დოლის პირივით. არადა, საკმარისია ოდნავ შეახო ხელი, რომ აგუგუნდეს დოლი”.

* * *

„სიტყვა „თანაცხოვრება” საერთოდ მეტისმეტად ლამაზი სიტყვაა იმ არცთუ ლამაზი მოქმედების აღსანიშნავად”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>