ამონარიდები პროსპერ მერიმეს ნოველებიდან…

„ რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის რჩევა, ოღონდ ის კარგი იყოს”. – (კარმენი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საწყალი ხალხი იმას ჭამს, რასაც ღმერთი მისცემს”. – (ლოკისი)

* * *

„თუ არა გცალიათ, რომ ზოოლოგიურ პარკში წაბრძანდეთ მგლის გამოხედვის შესასწავლად, მაშინ თქვენ კატას დაუკვირდით, როდესაც ის ბეღურას უთვალთვალებს”. – (კარმენი)

* * *

„რომელიღაც გამოჩენილმა მორალისტმა თქვა, რომ ადამიანები არასდროს არ არიან ყბედნი, როდესაც მათ არაფერი აქვთ სათხოვარი”. – (ცისფერი ოთახი)

* * *

„სასიამოვნო ცხოვრებაში მუნმა ქავილი არ იცის”. – (კარმენი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბატონო ჩემო, კაცი ისე გახდება არამზადა, რომ თვითონ ვერც კი გაიგებს. ვინმე ლამაზი გოგო ჭკუას დააკარგვინეს, მისი გულისათვის ჩხუბი მოგივა, რამე უბედურება დატრიალდება და უნდა მთებში გაიქცე; მერე კონტრაბანდისტებიდან მძარცველი გახდები ისე, რომ დაფიქრებასაც ვერ მოასწრებ”. – (კარმენი)

* * *

„უხსოვარი დროიდან დაწყებული, მიჯნურებს ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ცქერა უყვართ”. – (ცისფერი ოთახი)

* * *

„როცა ადამიანი თავის თავზე ლაპარაკობს, ყველაფერი ავიწყდება”. – (კარმენი)

* * *

„არც ერთ ადამიანს არ შეუძლია თქვას დღეს ბედნიერი ვიქნებიო. ეს ჭეშმარიტება უდიდესი ფილოსოფოსების მიერ ძლიერ დიდი ხნის წინათ შეგნებული, დღეს ზოგიერთი მოკვდავისათვის, განსაკუთრებით კი შეყვარებულთა უმეტესობისათვის, მაინც უცნობია”. – (ცისფერი ოთახი)

* * *

„ნუ ილაპარაკებთ თქვენს თავზე ცუდს, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ამას ადვილად დაიჯერებენ”. – (არსენ გიიო) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>