ამონარიდები პროსპერ მერიმეს ლიტერატურული ქმნილებიდან – „არსენ გიიო”
„თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, როცა ერთი გროშიც არ გააჩნია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველგვარ თაყვანისცემაში, რაგინდ უხეშადაც არ უნდა იყოს იგი გამოხატული, არის რაღაც ამაღელვებელი”.
* * *
„ადამიანს უბედურებაში ჭკუა არ ეკითხება”.
* * *
„ამ ქვეყანაზე ვისაც როგორ შეუძლია, ისე ცხოვრობს”…
* * *
„რაგინდ მძიმე იყოს განსაცდელი, არსებობს ისეთი რამ, რისი დავიწყებაც არ შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მდიდარი თუ ხარ, იოლია იყო პატიოსანი”.
* * *
„უბედურ ადამიანს რომ უთხრათ: „თქვენ თვითონ ხართ დამნაშავე”-ო, უმალ დაგეთანხმებათ, ამის მერე კი, თუ ოდნავ შეარბილებთ საყვედურს და ცოტა ნუგეშსაც მისცემთ, თან გადაგყვებათ”.
* * *
„უბედურება ბატკანივით დამყოლსა და მორჩილსა გვხდის”.
* * *
„უბედურების დროს ვერაფერს განსჯი. ბედნიერები კი ადვილად გასწავლიან ჭკუას”…
* * *
„რატომ არის, ქალბატონო, უწესო ხალხი რომ ყველას უყვარს? დაწყებული „უძღები შვილიდან” დამთავრებული თქვენი ძაღლით – დიამანით, რომელიც ყველას კბენს და ყველაზე აუტანელი ცხოველია მათ შორის, რომელთაც კი მე შევხვედრივარ. რაც უფრო ნაკლებად იმსახურებს ადამიანი პატივისცემას, მით უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მისდამი. პატივმოყვარეობა, ქალბატონო, პატივმოყვარეობა! წმინდა წყლის პატივმოყვარეობა! დაუძლეველი სიძნელე სიამოვნებას გვგვრის. „უძღები შვილის” მამამ ეშმაკი დაამარცხა და ნადავლი გამოსტაცა. თქვენ გაიმარჯვეთ ცუდ ბუნებაზე ღვეზელის დახმარებით”. – (ავტორი გენია.ჯი)