ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები”
„უსიტყვო შემოხედვა, იმის შეგრძნება, რომ გაგაჩნია თუნდაც ერთი ადამიანის თანაგრძნობა, როდესაც ყველამ მიგატოვა, წარმოადგენს ღერძს, დასაყრდენს, ნუგეშს – დიდ უბედურებაში, რომელსაც ვერავითარი განძი ვერ გამოისყიდის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ღატაკი ხალხის მძიმე დანაკარგზე გულგრილად მსჯელობენ”.
* * *
„ამ სიტყვაში – „არაფერია” არის რაღაც ყველაფრის მომცველი აზრი, ვინაიდან შეუძლებელია მოვიგონოთ თუნდაც ერთი კამათი ან ჩხუბი, იქნება ეს თეატრში თუ ქუჩაში, საზოგადოებრივ ადგილას ან სხვაგან სადმე, რომელშიაც არ შევხვდეთ ამ სტანდარტულ პასუხს ყოველგვარ შემართულ კითხვაზე. საოცარი ის გახლავთ, რომ ამ უნივერსალურ „არაფერიაში” თითქო მწარე დაცინვა იმალება, რომელიც იმ ადამიანის გულში, რომლის მიმართაც ის არის მიმართული, გაცილებით მეტ აღშფოთებას იწვევს, ვიდრე ყოვლად უხეში ლანძღვა-გინება”.
* * *
„გარდაცვლილმა შვება ჰპოვა, ხოლო დარჩენილებს მჭამელი მოაკლდათ და ამის გამო შვება იგრძნესო – იტყვიან ხოლმე. ამ ხალხმა კი არაფერი იცის იმ ტანჯვაზე, ვიმეორებ – არა იციანრა-მეთქი, რასაც ეს დანაკარგი ნიშნავს”.
* * *
„ჯერ საქმე, მერე სიამოვნება, როგორც ბრძანა მეფემ რიჩარდ III”.
* * *
„დრო, და მხოლოდ დრო გვიჩვენებს ყოველივეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაბრიელი შეჩერდა და შეშინებულმა თვალი მოავლო არემარეს. მის ახლოს ძველისძველი სასაფლაო იყო, ისეთივე მყუდრო სამყოფელი, როგორც თვით მთვარის შუქით განათებული სასაფლაო. ჭაღარა ყინვა საფლავის ქვებზე ბზინავდა და ძვირფასი თვლებივით ელვარებდა ეკლესიის ჩუქურთმებში. ხორხოშა თოვლი, სქლად დაყრილ მიწის გორაკებს ეფინებოდა ისეთი თეთრი საფარივით, თითქოს სუდარა ყოფილიყოს, რომლის ქვევიდან გვამების ნაკვეთები მოხაზულიყვნენ. ამ სანახაობის საზეიმო სიმშვიდეს არავითარი ხმაური არ არღვევდა, გეგონებოდათ, აქ თვით ბგერაც გაყინულიყო, ყოველივე ისეთი უძრავი, ისეთი ცივი მოჩანდა”.