ამონარიდები ჯეიმზ ჯოისის რომანიდან – „ულისე”

„საკუთარ არსებაში დავიარებით და ვხდებით ყაჩაღებს, მოჩვენებებს, გოლიათებს, ბებრებს, ყმაწვილებს, ცოლებს, ქვრივებს, რაყიფ ძმებს. მაგრამ ისევ და ისევ, მუდამ საკუთარ თავს ვხვდებით”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დამცინავ კაცს სერიოზულად სწორედ მაშინ არ უყურებენ, როცა ის განსაკუთრებით სერიოზულია”.

* * *

„არ შეიძლება ფლანგო შენი სიჭაბუკე და თან ჭაბუკიც დარჩე”.

* * *

„ჭეშმარიტება სადღაც შუაშია”.

* * *

„მართალია, სადაც ფული ტრიალებს, იქ მუდამ ჩამჯიბავიც გამოჩნდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შექსპირი ნეტარი ნაკრძალია ყველა წონასწორობადაკარგული გონებისთვის”.

* * *

„მასწავლებლები ჯერ მოსწავლეები იყვნენ”.

* * *

„ომი და მშვიდობა მავანი ტიპის კუჭის მონელებაზე ჰკიდია”.

* * *

„კაცმა რომ თქვას, ყოველი პარასკევი ხუთშაბათს ასაფლავებს”.

* * *

„რასაც ერთში წააგებს კაცი, მეორეში მოიგებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება