ამონარიდი პროსპერ მერიმეს მოთხრობიდან – „ეტრუსკული ლარნაკი”

„მე რომ კუზიანი ვყოფილიყავი, ამისათვის თავს არ მოვიკლავდი და მშვენიერთა გულების დაპყრობის იმედს არ გადავიწყვეტდი. ჯერ ერთი. მე მხოლოდ ორი ჯურის ქალებს მივმართავდი; ან ისეთებს, რომელნიც ბუნებით მგრძნობიარენი და გულჩვილნი არიან, ან ისეთებს (და მათი რიცხვი დიდია), რომლებსაც ორიგინალობის პრეტენზია აქვთ. პირველთ დავუხატავდი ჩემი მდგომარეობის საშინელებას, ბუნების სიმკაცრეს ჩემს მიმართ, შევეცდებოდი თავი შემებრალებინა, მოვახერხებდი მეგრძნობინებინა მათთვის, რომ მგზნებარე სიყვარული შემიძლია, დუელში მოვკლავდი რომელიმე მეტოქეს და თავს მოვიწამლავდი ოპიუმის სუსტი დოზით. რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი კუზი თვალში აღარ მოხვდებოდათ და მაშინ უკვე ჩემი საქმე იქნებოდა, თვალყური მედევნებინა პირველივე შემთხვევისათვის, როდესაც ეს თვალები მგრძნობიარედ იქნებოდნენ ანთებულნი. რაც შეეხება ორიგინალობის პრეტენზიის მქონე ქალებს, მათი დაპყრობა ადვილია. ჩააგონეთ მხოლოდ, ვითომც მტკიცედ და მართებულად დადგენილია, რომ კუზიანს არ შეიძლება ქალებთან ბედი ჰქონდესო და ისინი მაშინვე მოისურვებენ საზოგადო წესის დარღვევას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>