„ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან”
„დღეს ერთი, ხვალ სხვა, საბოლოოდ კი ყველანი ჩრდილად იქცევიან. უმჯობესია, ვაჟკაცურად დასტოვო საწუთრო და ვნებით გულაღზნებული წახვიდე იმქვეყნად, ვიდრე წლიდან წლამდე საწყალობლად დაჩაჩანაკდე”. – ჯეიმზ ჯოისი (მიცვალებულნი)
* * *
„დიახ, დიახ, სიცოცხლე, თუ ადამიანებისათვის არ ზრუნავ, თუ დიდი იდეალები არ გაგაჩნია, უშინაარსო ფრაზაა”. – სერგი ჭილაია (შვილები)
* * *
„ჩვენ სხვადასხვა საკურთხეველზე ვლოცულობთ, მაგრამ რწმენა ერთი გვაქვს’. – ჯეიმზ ჯოისი (ღვთის წყალობა)
* * *
„გმირობა მშვენიერია, სადაც უნდა იყოს, აღტაცების ღირსია”. – ჟან კასუ
* * *
„რა შეედრება იმ გრძნობას, როცა შინ თბილი კერა და გემრიელი სადილი გელოდება”. – ჯეიმზ ჯოისი (ორი რაინდი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთის უბედურება მეორისათვის ჭკუის სასწავლია”. – ჟან კასუ (პარიზის სისხლისღვრა)
* * *
„ბერი მონასტერში ორ კვერცხადაც არა ღირს, მაგრამ თუ გარეთაა, ოცდაათ კვერცხად მაინც ფასობს”. – ფრანსუა რაბლე (გარგანტუა და პანტაგრეული)
* * *
„ – ჩვენთანაც ისეა, როგორც ყველგან. ცუდები ბევრნი არიან, მაგრამ კარგებსაც შეხვდებით”… – ჯეიმზ ჯოისი (ღვთის წყალობა)
* * *
„თავდაჯერებული კაცი უკიდურესობაში არ ვარდება”. – ლორენს სტერნი (სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში)
* * *
„რამდენიც არ უნდა სდიოს ადამიანმა ყოველგვარ სისულელესა და მონაჩმახს, დადგება დღე, როდესაც ის გონს მოეგება”. – ვლადისლავ ვანჩურა (ბედნიერი დასასრული) – (ავტორი გენია.ჯი)