ამონარიდები ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანიდან – „წყურვილი სიცოცხლისა”
„ – მითხარი, განა ფული არ ხდის ადამიანს ცხოველად?
- დიახ. სწორედ ისევე, როგორც უფულობა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემის აზრით, ყველა ადამიანმა უნდა იშრომოს თავისი უნარის და შესაძლებლობების მიხედვით, ხოლო სამაგიეროდ მიიღოს ის, რაც აუცილებელია მისთვის”.
* * *
„სიძულვილი განა რა არის, თუ არა სიყვარულის ერთ-ერთი, ყველაზე გაურკვეველი სახე, რომელიც ხანდახან მოვალეობის გრძნობას ბადებს ადამიანში”.
* * *
„ახალგაზრდობაში ხშირად ვფიქრობდი, ყველაფერი ბედია მეთქი, რაღაც შემთხვევითობა, ან გაუგებრობა, რასაც არავითარი მიზეზი არ გააჩნია. მაგრამ რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ყველაფერს ბევრად უფრო ღრმა და სერიოზული საფუძველი აქვს”.
* * *
„ადამიანების უმრავლესობის ხვედრია, რაღაც განგებით დიდხანს ეძებოს სინათლე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც სწამს და ამასთან ძალ-ღონეც მოსდევს, სიცარიელე არ შეაშინებს. იგი წინ მიიწევს, მოქმედებს, აშენებს და ბოლოს და ბოლოს ეს თეთრი სიცარიელე ჭრელი ცხოვრების ათასფერ სახეს იღებს”.
* * *
„ძნელი ის არის, შენც უყვარდე ვინმეს”.
* * *
„როდესაც გიყვარს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არაფერი განსაკუთრებული არა აქვს და მასაც უყვარხარ, ეს უკვე ბედნიერებაა და ცხოვრების შავბნელ მხარეებს მნიშვნელობა აღარა აქვს”.
* * *
„იმის შეგრძნებამ, რომ რაღაცას წარმოვადგენ, საჭირო ვარ, ადამიანი გამხადა, გამომაცოცხლა”.
* * *
„ – სიღარიბე ანადგურებს ადამიანს.
- დიახ! ანადგურებს სუსტებს, მაგრამ არა ძლიერთ!” – (ავტორი გენია.ჯი)