ამონარიდები ჰარუკი მურაკამის რომანიდან – „ნადირობა ცხვრებზე”
„არის ქვეყნად ამგვარი ფული. შენახვა გეზიზღება და ხარჯავ, თან საკუთარი თავიც გძულს. მაგრამ როგორც კი დახარჯავ, მორჩა – საკუთარი პერსონის მიმართ სიძულვილის გარდა, სულში არაფერი გრჩება. მერე, რამენაირად რომ დააცხრო ეს სიძულვილი, ისევ ფულის ხარჯვა გინდა. მაგრამ ფული აღარა გაქვს. და გასაქცევიც არსად გაქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასეა თუ ისე, ყველა ადამიანს ამქვეყნად ვიღაცა მბრძანებლობს, აშინებს და იბრიყვებს”.
* * *
„იყოს ისე, როგორც თქვენ გსურთ. თუმცა, ვიმოქმედებ ისე, როგორც მინდა. და იმაზე ვილაპარაკებ, რაზედაც მომესურვება”.
* * *
„ადამიანი ერთთავად სიამაყისა და ქვენა გრძნობების ზღვარზე ბალანსირებით ცხოვრობს. ოღონდ ამ ზღვარს მაშინღა იხსენებს, როცა წონასწორობას კარგავს”…
* * *
„თუ მოსავალს ვერ აიღებ, გარდა იმისა, რომ საჭმელი არ გექნება, ვერც ვერაფერს გაყიდი. თუ ვერაფერს გაყიდი, ვერც ნავთს იყიდი, ვერც თესლს და ვერც ჩითილს მომავალი წლისთვის. ჰოდა, იძულებული ხარ, მიწა დააგირავო და ფული ისესხო საშინელი პროცენტებით. მაგრამ იმ მოსავლიდან, რომელიც ამ მიწაზე შეიძლება მოიყვანო, ასეთი პროცენტების გადახდა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. და ეს ყველაფერი იმით მთავრდება, რომ მიწას გართმევენ. აი, ამ საქმით გაკოტრდა გლეხების უმრავლესობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყველაფერში, რასაც ადამიანები აკეთებენ, ღვთის ნებაა დამალული”.
* * *
„მთა ცოცხალი არსებაა. სეზონზე, დღის მონაკვეთზე, ხედვის კუთხესა და ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული ის, თუ ყოველი მორიგი შეხედვისას როგორ შეიცვლის სახეს. უცვლელი მხოლოდ ერთი რამ რჩება: რამდენიც უნდა ვუყუროთ მთებს, მათი არსის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს თუ ჩავწვდებით”…
* * *
„სანამ ჩაძირვას არ დაიწყებ, თოკს არავინ გადმოგიგდებს”.
* * *
„ყველანაირი საქმე თანმიმდევრობას მოითხოვს!”
* * *
„ხალხი ყოველთვის, მეტწილად, ღარიბი ადამიანებისგან შედგებოდა, რომლებსაც მთელი ცხოვრება ეჩვენებოდათ, რომ შესაძლებელია სიღარიბისგან თავის დაღწევა”. – (ავტორი გენია.ჯი)