ამონარიდი ჟიულ ვერნის რომანიდან – „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ”
„ზღვა ყველაფერია. იგი დედამიწის ზურგის შვიდ მეათედს ფარავს. მისი ანაორთქლი გრილი და მაცოცხლებელია. მის ვეებერთელა უდაბნოში ადამიანი მარტოობას არ განიცდის, რადგან ყოველთვის გრძნობს სიცოცხლის სუნთქვას თავის გარშემო. მართლაცდა, ზღვაში ხომ ბუნების სამივე სამეფოს ვხედავთ: მინერალურსაც, მცენარეულსაცა და ცხოველთა სამეფოსაც.
ზღვა ბუნების უდიდესი რეზერვუარია. სიცოცხლე დედამიწაზე ზღვიდან დაიწყო და, ვინ იცის ზღვაშივე არ გათავდება? ზღვაში არის უმაღლესი სიმშვიდე… ზღვა არ ეკუთვნის დესპოტებს. მის ზედაპირზე მათ კიდევ შეუძლიათ ბრძოლების გამართვა, ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა და ხმელეთზე ცხოვრების ყველა საშინელებათა გამეორება, მაგრამ წყალქვეშ სულ ოცდაათი ფუტის სიღრმეში მათ მეუფებას ბოლო ეღება. მხოლოდ მის სიღრმეებში არის სრული დამოუკიდებლობა, მხოლოდ იქ არის ადამიანი ჭეშმარიტად თავისუფალი, მხოლოდ იქ არ შეუძლია ვინმეს მისი დაჩაგვრა!” – (ავტორი გენია.ჯი)