ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„რად მინდა მეგობარი, თუკი განსჯას დამიწყებს. კოჭლ მეგობარს თუ დავპატიჟებ, იცეკვე-მეთქი კი არა ვთხოვ, დავსვამ”. – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (წერილი მძევლისადმი) – (გენია.ჯი)
* * *
„ამ ქვეყნად ყველაფერი შედარებითია და ბარაქალა მას, ვინც აქედან გამორჩენას ნახულობს”. – მარია მაიეროვა (შემოდგომის აბლაბუდა)
* * *
„არ ვიცი, საიდან უჩნდებათ ადამიანებს სულელური პატივმოყვარეობა, ისე მოაჩვენონ თავი სხვებს, თითქოს საკუთარი სიკვდილისადმი გულგრილნი არიან”. – მარია პუიმანოვა (ალიონა)
* * *
„აჰ, არა! სიბერის არ მეშინია. ჩემი ახალგაზრდობა ჩემს შვილებში ცოცხლობს”. – მარია მაიეროვა (შემოდგომის აბლაბუდა)
* * *
„განა, მთელი მსოფლიოს განძეულობა შეედრება ადამიანურ სიტყვას და ღიმილს?” – მარია მაიეროვა (შემოდგომის აბლაბუდა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკვდილი იდეის გულისთვისაც კი ძნელია. იდეა აზრს აძლევს სიკვდილს და ადამიანს სიმტკიცეს ჰმატებს. იდეა – ეს იარაღიცაა და ფარიც”. – მარია პუიმანოვა (თავი მაღლა!)
* * *
„სიძვირეა ყოველგვარი მწარე საფიქრალის თავი და თავი. სიძვირე! მისი უნებლიე გახსენებაც კი ნაბიჯს აგაჩქარებინებს კაცს”. – მარია მაიეროვა (შემოდგომის აბლაბუდა)
* * *
„ჩვენ რომ ყოველთვის სიმართლეს ვამბობდეთ, ნამდვილად სამოთხეში ვიგრძნობდით თავს”. – მიგელ დე უნამუნო (აბელ სანჩესი)
* * *
„როცა ქალს თავის გასასამართლებლად ბევრი მიზეზი მოაქვს, ჩვეულებრივ, მთავარს მალავს ხოლმე”. – მარია პუიმანოვა (ალიონა)
* * *
„ – ვიცი, ყოველი კაცი საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებასთან შეფარდებით ზომავს”. – მარია მაიეროვა (შემოდგომის აბლაბუდა) – (ავტორი გენია.ჯი)