ამონარიდი ლევან ხაინდრავას მოთხრობიდან – „მუდმივი ძრავა”
„შენ წახველ, მამა. წახველ შენი გზით, მე კი ჩემს გზას დავადექი და ვაი, რომ ყოველთვის არ მახსოვდი.
როგორც ყველა კაცის ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაშიც მეტი იყო შეცდომები და დანაკარგი, ვიდრე სიხარული და რისამე მიგნება, მაგრამ ყველაზე უფრო ძნელ წუთებში მე ცის დასალიერზე ვხედავდი ხოლმე კვამლს და გეზსაც იქით ვიღებდი.
და ახლა, როდესაც სიცოცხლის მიმოქცევის წრეს უკვე ვასრულებ, მე შენ კი აღარ გშორდები, შენკენ მოვდივარ და მწამს, რომ კვამლი ჰორიზონტზე შენს მიერ დანთებული კოცონის კვამლია, მე რომ მიწინამძღვროს და გზა არსად დამებნეს”. – (ავტორი გენია.ჯი)