ამონარიდები მარტინ ანდერსენ ნექსეს რომანიდან – „დიტე – შვილი ადამის ტომისა”

„ვისაც ბედი წყალობს, ყველა არხეინად ცხოვრობს, იკავებს ისეთ ადგილს, რომელიც არ ეკუთვნის. ზოგიერთისთვის კი ღმერთს ავიწყდება ადგილის გამოყოფა, ეგაა, პატარა კუთხეს თუ გაიმეტებს სასაფლაოზე”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როგორც საკუთარ ჩრდილს ვერ გაექცევა ადამიანი, ისე ცუდ ხმებს”.

* * *

„ქვეყნად არიან ისეთი ადამიანები, რომელთა სახლის ერდოზეც ავბედითობის ფრინველი იკეთებს ბუდეს, ზის იქ და იქნევს თავის შავ ფრთებს. ზოგჯერ იმ ფრინველს უბედური პატრონის მეტი ვერავინ ამჩნევს, ზოგჯერ, პირიქით ხდება, სახლის პატრონის გარდა ყველა ხედავს”.

* * *

„პაპაჩემიც და მამაჩემიც მასწავლიდნენ, მიცვალებულის არ უნდა გეშინოდეს, ცოცხლები გაცილებით ბოროტები არიან და ზიანსაც ისინი მოგიტანენო”.

* * *

„ერთადერთი ცოდვა არ მიეტევება ადამიანს: არ უნდა მიატოვო ის, ვისზეც ზრუნვა ბედმა წილად გარგუნა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცუდია, როცა წესიერად არაფერი გისწავლია ადამიანს და არც ჭკუა გაქვს იმდენი, რომ შენით მიხვდე”.

* * *

„ფიქრები კოღოებივით არიან, ერთი მხრიდან რომ მოიშორებ, მეორე მხრიდან დაგაცხრებიან და გნესტრავენ”.

* * *

„ხელმწიფეებს მეგობრები არა ჰყავთ”.

* * *

„პატარაობიდან ვიწყებთ ხეტიალს, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებით, დღეს არ ვიცით, ხვალ სად ვიშოვით ლუკმას და დავძრწივართ, მივდევთ იმ ლუკმას, ასე ვეჩვევით წანწალს, ვესისხლხორცებით”…

* * *

„ცუდია, როცა ზურგს უკან არაფერი გრჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>