ამონარიდები მარტინ ანდერსენ ნექსეს რომანიდან – „დიტე – შვილი ადამის ტომისა”
„ღატაკი ადამიანის ცხოვრება არ გამოდგება ღვთის არსებობის ნათელ დამამტკიცებელ საბუთად და თუკი ის მაინც სუფევს, ცხადია, მდიდრების და ძლიერების მხარე უჭირავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვერავინ დაგაძალებს შეიყვარო ის ადამიანი, ვისი შეყვარებაც არ შეგიძლია”.
* * *
„სიკვდილით სხვადასხვანაირად კვდებიან, მაგრამ ბოლო მაინც ერთია”…
* * *
„ყოველი ადამიანი თავისებურად აკეთებს საქმეს და სჯერა, რომ სწორედ ასე უნდა კეთდებოდეს იგი”.
* * *
„ადამიანს ადვილად ვერ აამებ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენში დარჩეს და ხალხს თუ ვიღაცის რიდი და შიში აქვს, არაა მაინცდამაინც ცუდი ამბავი”.
* * *
„გამოცდილებით ვიცი, ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ღმერთს კი თავისი საქმე დავანებოთ”.
* * *
„ – ძნელია მარტო ღვთის იმედით ყოფნა. კარგი იქნებოდა, ღმერთი ჩვენს შიგნით კი არ იყოს, გვერდით გვყავდეს, მისი დანახვა შეგვეძლოს”…
* * *
„ღმერთი კუჭს უფრო ადრე აძღებს, ვიდრე თვალს”.
* * *
„ვისაც სძინავს, არა სცოდავს”. – (ავტორი გენია.ჯი)