ამონარიდი სოსო პაიჭაძის მოთხრობიდან – „სადღაც, გზის პირას”
„ყოველ სიკვდილს თავისი სიმართლე აქვს… ჩვენ გვინახავს, როგორ ეგებებოდნენ ადამიანები სიკვდილს ერთი გოჯი მიწის დასაცავად, გვინახავს, როგორ კვდებოდა მეგობრის გადასარჩენად თავგანწირული მეომარი. იყო ამ სიკვდილებში – შემაძრწუნებელიც თავისი უაზრობით და აღმაფრთოვანებელიც თავისი სიდიადით, მაგრამ ეს იყო ომი და ყოველი სიკვდილი, თვით ყველაზე შემთხვევითი და ბრმაც კი, იყო სიკვდილი სიცოცხლისათვის…
ყოველ სიკვდილს თავისი მიზანი აქვს! როცა ხედავ, როგორ ეკიდება ცეცხლი შენს მიწაზე აშენებულ სახლს, შენს ხეს, შენს სოფელს, მაშინ აღარ გახსოვს აღარაფერი – შენს წინ მხოლოდ სიკვდილის მიზანია განათებული და გამოკვეთილი და არ არსებობს ძალა, რომელიც თუნდ ერთი წამით გაგახსნებს შიშს, სიფრთხილეს!”. – (ავტორი გენია.ჯი)