ამონარიდები ენ ვეტემაას რომანიდან – „მონუმენტი”
„შინაბერების გავრცელებული აზრით, მთელი ქვეყნის მამაკაცებს პირი აქვთ შეკრული და ჭკვიან ლამაზმანებს იმიტომ გაურბიან, რათა პათოლოგიურ მახინჯებზე დაქორწინდნენ”… - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცობრიობამ მრავალსაუკუნოვანი გარჯა მოანდომა მლიქვნელური შემგუებლობის დიდ ინტელექტუალურ ხელოვნებად გარდაქმნას”.
* * *
„საუბედუროდ, ისე ხდება, რომ ნიჭიერი ხალხი უმრავლეს შემთხვევაში ფრიად მოუქნელნი არიან, თანაც იქ, სადაც ეს თითქმის დამღუპველია”.
* * *
„ჭეშმარიტად, ყველას თავისი საქმიანობა უხდება – მეწაღესაც და დირიჟორსაც! ასე არ არის?”
* * *
„საკუთარ წვალებას კიდევ ჰო, გაუძლებ როგორმე, მაგრამ სხვისი ტანჯვის ცქერა ნამდვილად აუტანელი რამაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უმრავლესობას-მეთქი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ საკუთარი თავის შელამაზების სურვილი, თქვენ რომ გგონიათ, იმაზე მეტ ხალხს აქვს”.
* * *
„როდესაც ყველაზე სანდო ძმაკაცი შენს ცოლს რესტორანში მიაცუნცულებს, შენ კი ამ დროს გზაჯვარედინზე დგახარ და გალახული ძაღლივით იმათ არშიყობას უთვალთვალებ, ზუსტად იმხელა ქარი დაუბერავს, რამდენიც სამყოფია იმისათვის, რომ თავზე ქუდი წაგძვრეს და წუმპეში ჩავარდეს. აი, ასეთია ბუნების კანონები!”
* * *
„ყველა აცრემლებულ ქალს მოცელილი თივის ტკბილად ჩახუთული სუნი აუდის ხოლმე”.
* * *
„ბედნიერ აღმოჩენათა წამებს ათასში ერთხელ თუ ეღირსება კაცი”.
* * *
„გაგება იგივე მიტევებაა!” – (ავტორი გენია.ჯი)