ამონარიდები ენ ვეტემაას რომანიდან – „პილიმეესი”
„ო, დამიჯერეთ, კეთილო ხალხო, გადამწყვეტი წამი მუდამ უსწრებს მოქმედებას… მერე კი, მერე ვეღარაფრით დაგვიდგენია, მაინც როდის წამოგვეწია ის წამი”… - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართლაცდა, რა საცოდავები ვართ ადამიანები! ათასწლეულების მანძილზე გვატყუებდნენ, გვაწამებდნენ, არა, თვითონვე ვიწამებდით თავს, არ იქნა და არა, თავში არ შეგვდის უბრალო ჭეშმარიტება, რომ არ არსებობს არაფერი, რის გამოც… ფუ!”
* * *
„ასეა, უნაყოფო ქალები ხშირად უნაყოფო კეთილშობილებას არიან გადაყოლილნი”.
* * *
„ადამიანის ხასიათს ერთი შეხედვით წვრილმანი მოვლენებიც კი აყალიბებს”.
* * *
„გამხდარ კაცებს ყოველთვის სქელი ცოლები ჰყავთ, ბუნებას აქაც სჩვევია წონასწორობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანებს სიბერე ისე არა ჰკლავს, როგორც შური ახალგაზრდობისადმი”.
* * *
„როცა მთვრალი ვარ, ეს უკუღმართი ქვეყანაც ისეთი მეჩვენება, როგორიც უნდა იყოს”.
* * *
„გაბრწყინდებიან სახეები წამით, რომ კვლავაც
ეკალმუხების შავ ჩრდილებში გაუჩინარდნენ”.
* * *
„სიკვდილი ჩვენზე ეშმაკია, სანამ ქეჩოში არ გწვდება, ვერას მიხვდები”.
* * *
„საზიზღარია სიცარიელე”… – (ავტორი გენია.ჯი)