ამონარიდები ჟან-ჟაკ რუსოს რომანიდან – „ჟიული, ანუ ახალი ელოიზა”
„უკეთუ არ ძალგვიძს ჩვენი გრძნობების ალაგმვა, ჩვენი საქციელის ალაგმვა ხომ ჩვენს ხელთაა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორ ამცირებს წუთიერი უძლურება ადამიანს, თვით ისეთ ადამიანსაც კი, ვინაც ყოველმხრივ აღემატება უბრალო მოკვდავთ”.
* * *
„მიჯნურობის ლტოლვა ხშირ-ხშირად აცდუნებს და აბრმავებს ქალებს!”
* * *
„გიჟმაჟური სიმხიარულე მხოლოდ იმ ქალებს იცავს, რომელთაც არაფრის ეშინიათ, მაგრამ ღუპავს მათ, ვისაც საფრთხე ემუქრება”.
* * *
„უგულო მიჯნური არასაიმედო მეგობარია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პატივი რომ მოგაგონ, თავად პატივისცემით უნდა მოეპყრა შენს თავს”.
* * *
„სჯობს ვუღალატოთ გვარიშვილობას, ვიდრე სათნოებას, – მენახშირის ცოლი უფრორე პატივისცემის ღირსია, ვიდრე უფლისწულის ხარჭა”.
* * *
„რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვის ბავშვის აღზრდა, უფრო მეტად მნიშვნელოვანია დედის სათნოება”.
* * *
„ქალიშვილის სიყვარული გაუბედავია და მოშიშარი: მოკრძალება, კდემამოსილება – აი მისი იარაღი, იგი გამოსჭვივის უარობისას წარმოთქმულ სიტყვებში, და როცა ნირშეცვლილი, სატრფოს უეცრად მოულოდნელი ალერსით აჯილდოებს, შეყვარებული უმალ შეიცნობს მის ფასსა და ყადრს”.
* * *
„ო, ხალხის მითქმა-მოთქმავ! ხალხის მითქმა-მოთქმავ! რა ძნელია შენი უღლისაგან თავის დაძვრენა! იგი მარადჟამს უსამართლობისაკენ გიბიძგებს; აწმყოში მომხდარი ცუდი ამბები ჩრდილავს ყოველივე საქებარს, რაიც წარსულში მოხდა. ნუთუ არასოდეს არავითარი კარგით არ წარიხოცება ცუდი წარსული?” – (ავტორი გენია.ჯი)