ამონარიდები ენ ვეტემაას რომანიდან – „კვერცხები ჩინურად”
„ღმერთი შორსაა და, ეტყობა, მე მასაც გადაბრუნებული დურბინდით ვხედავ… მაგრამ, რაც მთავარია, ვხედავ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მიწის სურნელი დალოცოს ღმერთმა! კი, რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, კრემაციას რომ ირჩევენ, მაგრამ მე იმათ რიცხვს არ ვეკუთვნი… ჯერ ერთი, დათანხმდე დაგწვან, ეს იმას ნიშნავს, გვერდი აუარო რაღაც მთავარს!.. ესეც არ იყოს, განა შეურაცხმყოფელი არაა, როდესაც იცი, რომ ფერფლის სრული ინდიფერენტირება შემწვარ-მოხრაკულის ყველა სტადიის გავლით მიიღწევა!”
* * *
„სიკვდილი ყველაზე საშინელი უსამართლობაა მზიქვეშეთში. დიახ, ეს ის საძაგლობაა, რომელსაც თავისი გარდაუვალობაც კი ვერ ამართლებს!”
* * *
„გმირობანას თამაში არავის არ უხდება”.
* * *
„ის, ვინც საიქიოსაკენ მიმავალ გზას დაუფარავი, ყოვლად უწმაწური გინებით დაადგება, ცოცხალთა შორის უმალ ბუნებრივ ზიზღს გამოიწვევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკვდილთან პოზიორობა არ გამიგია მე”.
* * *
„შვილის გამოსაყვანად მიმავალი მამების უმრავლესობა გადაკრულშია ხოლმე”.
* * *
„ღმერთო, შენ დამიფარე ყოველგვარი უკანასკნელი სურვილისაგან!”
* *
„ჩვენ შესახებ მხოლოდ ჩვენ თვითონ ვიცით რაღაც-რაღაცეები და ისიც საკმაოდ ბუნდოვნათ”
* * *
„საკუთარ მოგონებებს არ ვუფრთხილდებით, ყველაფრის დავიწყებას ვეგუებით და იმიტომ!” – (ავტორი გენია.ჯი)