ამონარიდები დესპინე გელოვანის (ბანოვანის) რომანიდან – „შორეული ლანდები”
„ადამიანთა ვერაგობამ თვით ქრისტეს ღვთიური მოთმინებაც უილაჯო გახადა და სათნოების მქადაგებელს შოლტები მოაქნევია; ღვთის პირით სიყვარულის მღაღადებელს წყევლა-კრულვა ათქმევინა და ნუ გაგიკვირდება, თუ ჩვენებრ მიწიერმა ცოდვილებმა მტერს პასუხი მოვთხოვოთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხს ვინ აძლევს თქმის უფლებას! ხალხს სიკვდილით და დარბევით რომ დააშინებ, მერე ის ენას ჩაიგდებს, დაგლახაკდება და ყოველ უღმერთო და უნამუსო დასაქმებაზე უკანმოუხედველად მიდის. ხალხი რა გგონია შენ? ხალხი ვიღაც ერთი-ორი თავზეხელაღებულის დასაყრდენი ყავარჯენი ვართ და უღვთოთ მოსაქნევი პირმოლესილი რკინა”.
* * *
„ხალხის მძულვარებას გველთან წოლა გერჩიოს კაცს”.
* * *
„რა თქმა უნდა, სადაც ხმალია საჭირო, იქ მამაკაცი და სადაც დაუკაცურებული სოფელ-ქვეყნის მიხედვა და გამხნევება, იქ დედაკაცი”
* * *
„არ მიყვარს, თავშეკავებას რომ თავხედობა გაუსწრებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გულწრფელად ნათქვამი აზრი ნათელი და სუფთაა, მთქმელისაგან მსხვერპლად გაღებული და კარგი გამგონისაგან დასაფასებელი”.
* * *
„დროთაგან წარმოშობილ გარემოებას ვერ გაექცევა კაცი”.
* * *
„ხდება ხანდახან სასწაული და კაცისაგან განწირულს და გამეტებულს ღვთის კალთა გადაეფარება ხოლმე, ისე რომ, ცოდვილი თვალი ვეღარ ამჩნევს”.
* * *
„ყველა რომ ერთნაირი ვიყოთ, მაშინ მოდავე აღარ გვეყოლება”.
* * *
„ – ეჰ, ახლა მივხვდი, ადამიანი მიტომ იბადება თურმე ტირილითა და ვაი-ვაგლახით, რომ ქვეყანაზე მოსვლა და გაჩენა მართლა სატირალი ყოფილა”. – (ავტორი გენია.ჯი)