ამონარიდები დესპინე გელოვანის (ბანოვანის) რომანიდან – „შორეული ლანდები”

„ასეა, ცხოვრებას რომ არავინ დაგანებებს, მგლად უნდა იქცე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგჯერ სიცოცხლე სიკვდილზე უფრო მწარე ყოფილა. სიკვდილი ერთი წუთის საქმეა, გამწარებული სიცოცხლე კი დაუსრულებელი ჯოჯოხეთი”.

* * *

„დიდი ღვთიური სულის მესაიდუმლე უნდა იყოს კაცი, რომ ტანჯულის გულთა თქმის სიღრმე-სიგანეს ნათელი თვალი მოავლოს და იქ დაოკებული მტკივანი იარები კარგად დაინახოს, კარგად გაიგოს”.

* * *

„სინორჩის დროს რასაც შეიჩვევ და შეითვისებ, სიკვდილამდე არ მოგშორდება”.

* * *

„დიდ საქმეს დიდი განსჯა და მოფიქრება უნდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინ მეტს კარგავსო და განუსჯელ-მოუთმენელიო”.

* * *

„რაც თქმულა, ყველა არ ქმნულა არასოდეს”.

* * *

„ჩემი ფეხის ნაბიჯს ჩემივე ტანი უნდა გადაყვეს, თორემ სხვას რას ვერჩი!”

* * *

„დროსა და გარემოებას ყველაფერი ძალუძს”.

* * *

„რაც ჰქუხს, იმოდენს რომ წვიმდეს, ქვეყანა აქამდე ათასჯერ წაირღვნებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება