ამონარიდები ნაირა გელაშვილის მოთხრობებიდან…
„ძაღლი როცა კვდება, სახლიდან მიდის, კაცს კი ყოველთვის შინ უნდა სიკვდილი, თანაც ძაღლისაგან განსხვავებით, სიკვდილამდე ბევრად ადრე შეიძლება მიიცვალოს”. – (მწვანე ჭიშკარი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ გამოვტოვეთ ჩვენი ყვავილობა”. – (ფანჯრები)
* * *
„…მძიმე წიგნია ცხოვრება ჩვენი… თავზარდამცემი ნაწერით და მუქი ფურცლებით…” – (ჩვენები)
* * *
„კვდებოდა და იცოდა. კვდებოდა სწორედ ისე, როგორც მუდამ შიშობდა, რომ არ მომკვდარიყო: სრულიად მარტო”. – (ერთი კაცის სიკვდილი)
* * *
„წავიდა ის დრო: „ბუზის ტოლად მოსჩანს რაღაცა… გადააგდე სავარცხელი!”, „ჩიტის ტოლად მოსჩანს და მოგვდევს… გადააგდე სარკე!” ახლა? რა უნდა გადააგდო შენს ზურგს უკან, რომ წინ გზა გაგიხსნას? ან წუთებისა და დღეების, სახეებისა და საგნების მთელი ლაშქარი, ასე ზმუილით დადევნებული, გააჩერო?” – (მწვანე ჭიშკარი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფული როცა არა გაქვს, ვერ ამჟღავნებ, როგორი ხარ, რამდენი რამ გინდა და რა შეგიძლია ადამიანს გაუკეთო… უფულოდ ვერც ჭირში გამოადგები ვინმეს და ვერც ლხინში და სულ გრცხვენია, ათას რამეს იგონებ, რომ ეს სირცხვილი დაფარო… და ბოლოს ისე იქცევი, ვითომ გულგრილი და უდარდელი ხარ და სულაც არავინ გენაღვლება”… – (ჩვენები)
* * *
„კაცი ისე უნდა ცხოვრობდეს, ვარსკვლავივით კაშკაშებდეს”. – (ჩვენები)
* * *
„ძნელია, საფლავი რომ არა გაქვს”. – (მწვანე ჭიშკარი)
* * *
„ქვეყანაზე ბატონობს ტკივილი, ის ალბათ ქვეყანაზე უფრო დიდია, მისია სიკვდილი და სიცოცხლეც მისია”. – (ჩვენები)
* * *
„რა ჭკვიანი ხალხი ყოფილა, რომ უკან არ ბრუნდებიან, – გაიფიქრა მკვდრებზე”. – (მწვანე ჭიშკარი) – (ავტორი გენია.ჯი)