ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „ოთხმოცდაცამეტი წელი”
„ნურავინ იტყვის, სიკეთით მე გჯობივარ შენაო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არაფერია იმაზე ტკბილი, როგორც კვამლის დანახვა და არაფერი იმაზე საზარელი. არის კვამლი მშვიდობიანი, არის კვამლი სისხლისმღვრელი. კვამლი, სისქე და ფერი კვამლისა, ეს შეადგენს სრულ განსხვავებას მშვიდობიანობის და ომის, ძმობის და მტრობის, მასპინძლობის და აკლდამის, სიცოცხლის და სიკვდილს შორის. ხეებშუადან რომ კვამლი ამოდის, შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რაც ნეტარებას შეადგენს სიცოცხლისას, ნიშანი ოჯახისა; ან უსაშინლესის ნიშანი იყოს, ხანძრისა. და მთელი ბედნიერება ადამიანისა, როგორადაც მთელი მისი უბედურება ხანდახან სწორედ ამ ქარით სანიავებელ კვამლში არის ხოლმე”.
* * *
„მოხდება ხოლმე რაღაც სიგიჟე მოერევა საზოგადოებას”.
* * *
„ლოგიკამ ლმობიერება არ იცის”.
* * *
„პარიზი ის ადგილია, სადაც გული უცემს მთელ კაცობრიობას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მასწავლებელი გონებას აწოვებს ბავშვს, როგორც ძიძა თავის ძუძუს. ერთგვარი მსგავსება მოიპოვება ძიძასა, რომელიც თავის რძეს აძლევს ბავშვს, და მასწავლებელს შორის, რომელიც თავის აზრს აძლევს. ხანდახან მასწავლებელი უფრო მამაა, ვიდრე თვით მამა, როგორადაც ხშირად ძიძა უფრო დედა არის, ვიდრე მშობელი დედა”.
* * *
„შეუძლებელია შინაური მტრის განდევნა”.
* * *
„გაიგეთ, დანტონ, უცხოლებთან ომი არაფერია, სამოქალაქო ომი კი ქვეყნის დამღუპველია. უცხოტომელებთან ომი პატარა ნაკაწრია იდაყვზე; სამოქალაქო ომი კი წყლულია, რომელიც ღვიძლს გილპობთ”.
* * *
„მე ჩვეულებადა მაქვს წინადვე ვთქვა ის, რასაც თქვენ ყველანი ნაგვიანევად ბრძანებთ ხოლმე”.
* * *
„მე ვალდებული ვარ ყველაფერი ვიცოდე და როგორ ვახერხებ ამას, ეგ ჩემი საქმეა”. – (ავტორი გენია.ჯი)