მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…

„პატიოსანი ქალის სილამაზე თითქოს შორს მოლაპარაკე ცეცხლია ან კიდევ პირბასრი მახვილი: მხოლოდ იმას წვავს და ჭრის, ვინც მიეკარება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არც ღვთაებრივი და არც ადამიანური კანონები არ გვიკრძალავენ შეურაცხყოფისაგან დავიცვათ თავი”.

* * *

„არავითარი ადამიანური გრძნობა არ არის ღირსი იმისა, რომ ღვთაებრივი გრძნობა ვუმსხვერპლოთ მას”.

* * *

„ქალის გონება  უფრო ადვილად არჩევს კეთილს და ბოროტს, თუმცა საღი მსჯელობის უნარით აშკარად დაუვარდება კაცისას”.

* * *

„მშვიდობაა უდიადესი სიკეთე, რაც კი შეიძლება სიცოცხლეში ინატროს კაცმა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღმერთმა თავისუფლება მიბოძა და სხვას ვერ დავუმონებ თავს”.

* * *

„თვით ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში ბედი ერთ გამოსავალს მაინც გვიტოვებს ხოლმე”.

* * *

„კაცი ზოგჯერ ერთს ეძებს და სულ სხვას კი პოულობს”.

* * *

„ამ ქვეყნად არც ბედნიერებაა წარუვალი და არც უბედურება”.

* * *

„ – იცოდეთ, ერთი კაცი მხოლოდ იმით სჯობს მეორეს, რომ მასზე მეტ საქმეს აკეთებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება