ამონარიდი ნაირა გელაშვილის რომანიდან – „…ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე…”

„ – მარტო ფიზიკურად რომ დატანჯულიყო, მაინც ჩვეულებრივი ტანჯვა იქნებოდა. ადამიანები ამაზე უარეს ტანჯვა-წამებასაც გადიან… ხშირად საკუთარ თავზე იღებენ საშინელებას, რომ საყვარელი ადამიანი გადაარჩინონ (…). მაგრამ იესოს ტანჯვა არნახული ტანჯვაა, ისეთი, როგორიც სამყაროს ისტორიამ არ იცის: მან, სრულიად უცოდველმა არსებამ, თავისი ნებით მიიღო მთელი კაცობრიობის უწმინდურება! (…) მთელი დედამიწის შემზარავი ცოდვები ზღვასავით შედინდა ხელ-ფეხ დალურსმნულ ადამიან-ღმერთში! სისხლიან-შმორიანი ჭაობი შეზავდა ზეციერი მამისა და ქალწულ მარიამის უცოდველ შვილში! მისი სინათლის ყველა უჯრედი ბინძურმა სიბნელემ აავსო, ეს იყო ჯოჯოხეთი, თავად ჯოჯოხეთი მასში! ის თვითონ იქცა სიბილწედ, ცოდვად! ასე გააკრა ჯვარზე ბოროტება. (…) ამიტომ ასძახა გულგანგმირულმა: „ელოი, ელოი, ლამა საბათქანი?” („მამავ, მამავ, რატომ მიმატოვე მე?”). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>