ამონარიდები ევრიპიდეს პიესიდან – „იფიგენია ავლისში”
„ადამიანი სწორედ მაშინ, როდესაც კარგ ბედშია, როცა კეთილდღეობა ეწვევა, არ უნდა იცვლიდეს საქციელს, სწორედ მაშინ უნდა უერთგულოს მეგობრებს, როდესაც მისი კეთილი ბედი უფრო საქმიანად შეიძლება დაეხმაროს მათ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არავინაა წარმატებული და ბედნიერი ბოლოს, რადგან არავინ დაბადებულა უმტკივნეულო ცხოვრებისთვის”.
* * *
„ვინც პატივშია, იმათი ნაკლებად მშურს”.
* * *
„უნდა გაიხარო და გამწარდე კიდეც, რადგან მოკვდავად იშვი”.
* * *
„პატიოსანი ადამიანები, როდესაც მათ აქებენ, რაღაცნაირად შეიძულებენ მაქებრებს, თუ მეტისმეტად აქებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭირში სიცოცხლე სჯობია ლამაზად სიკვდილს!”
* * *
„არამყარი გონება უვარგისი ქონებაა და არასაიმედოა მეგობრებისთვის”.
* * *
„არასოდეს არ დავნიშნავდი კაცს ქვეყნის მმართველად მისი ვაჟკაცობის გამო! არც მხედართმთავრად! მთავარსარდალს სჭირდება, რომ ჰქონდეს გონება!”
* * *
„წესიერმა კაცმა ქცევის წესები უნდა დაიცვას”.
* * *
„სირცხვილის გრძნობა უკვე სიბრძნეა”. – (ავტორი გენია.ჯი)