ამონარიდები დიმიტრი წიკლაურის მოთხრობიდან – „ვალენტის შვებულება”

„დრო თიხის ასწლოვან დოქებს ამსხვრევს და, მით უმეტეს, რა მოუვა ადამიანთა ურთიერთობებს, რამდენ ბზარს დაამჩნევს ცხოვრება, რომელიც გამოცდილი აუდიტორია, ყოველთვის მიგითითებს შეცდომებზე, მაგრამ არასოდეს გიჩვენებს სწორ გზას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

 „სახელის მოხვეჭას ჯობს, კაცმა ცხოვრება უცნობად განვლოს, რადგან ვინც ისტორიას შერჩა, ჩამოუკრეფავ ნაყოფს დაემსგავსა, რომელიც ტოტებზევე შეჭკნა”.

* * *

„ყოველი ჩვენთაგანი ღირშესანიშნავია, მინდა გითხრათ!”

* * *

„როცა კაცი გულისსწორს კარგავს, ცხოვრებას თავისი ოცნებების სასაფლაოზე აგრძელებს”.

* * *

„ყოველი ადამიანი თავისი თავისთვის ცენტრალური ფიგურაა და სულაც არ არის საჭირო, საზოგადოება განსაზღვრავდეს ასე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რახან დავიბადე, რაიმე მნიშვნელოვანიც უნდა შევქმნა”.

* * *

„არიან ადამიანები, რომელთანაც არაფერი გინდა გქონდეს საერთო, მაგრამ ყოველდღიურობა გაიძულებს იურთიერთო”.

* * *

„ცხოვრება უგრძესი ჩიხია, სადაც კაცმა არ იცის, რა გამოუხტება, მაგრამ იმ მიზეზით, რომ გზას მაინც ვაგრძელებთ, გვგონია, რომ სადღაც გაგვიყვანს”.

* * *

„ყველაზე ძნელად ხომ იმას ჰპოვებ, რაც ცხვირწინა გაქვს, სინამდვილეს კი სხვა სცენაზე გაჰყავხარ”.

* * *

„ბავშვობა მინდვრებზე ნავარდს ჰგავს, ნიავთან თრობას, სიბერე უღრან ტყეში სიარულს, მოლიპულ ბილიკებზე ფორთხვას, გაუმდნარი თოვლი ქვად რომ ქცეულა, ყინულით დაფარული ხეშეში კუნძები კი ფეხქვეშ გედება”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>