ამონარიდები სერგო კლდიაშვილის რომანიდან – „მყუდრო სავანე”

„გესმოდეს ფოთლების შრიალი, ყნოსავდე მიწის სურნელს, გრძნობდე მზის სითბოს, ხედავდე დაუსრულებელ ცის სიღრმეს, – ამაზე მეტი რა ინატროს ადამიანმა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრება არავის ზურგს არ შეაქცევს, ვინც პატიოსნად გაუწვდის ხელებს. მაშინ ის, როგორც კეთილი მეგობარი, გაგიღებს კარებს და თავის კერასთან გაგათბობს”.

* * *

„ყველას თავისი წილი სიხარული უნდა ერგოს”.

* * *

„ – შეცდება ხოლმე ადამიანი, მაგრამ ამის გამო ჯვარზე კი არ უნდა აცვა”.

* * *

„საინტერესოა, როცა უბრალო ხალხი ლაპარაკობს. ხედავ, უჭირს, სიტყვა არ ყოფნის, ბორძიკობს, თითქოს კოლბოხზე დააბიჯებსო, მაგრამ მაინც სიამოვნებით უსმენ. მართალი გულით ლაპარაკობს და იმიტომ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიყვარული ის დიდი ძალაა, რომელიც ყველაფერს შესძლებს!”

* * *

„ფული, მოგეხსენებათ, მოგების საქმეა. დღეს გაქვს, ხვალ აღარ, ზეგ ორჯერ მეტს მოხვეტავ. კომერცია ისეთი რამაა, ხან ჯურღმულში ჩაგაგდებს, ხან მაღლა აგაფრენს. კაცის ბედზეა დამოკიდებული, ვის რა უწერია”…

* * *

„იცოდეს ღმერთმა, არ მინდა, მარა რა ვქნა, იძულებულს მხდიან სხვადასხვა ხრიკს მივმართო ხოლმე. უამისოდ შეუძლებელია”…

* * *

„წიხლს ნუ ჰკრავ მოკეთეს!”

* * *

„კაცი კაცს უნდა გამოადგეს რაიმეში, აბა როგორ იქნება!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება