ამონარიდები არჩილ სულაკაურის რომანიდან – „ოქროს თევზი”

„კარგი ოჯახი… ცუდი ოჯახი… საშუალო ოჯახი… კარგზე კარგი… საშუალოზე კარგი… ცუდზე კარგი… კარგზე ცუდი… საშუალოზე ცუდი… ცუდზე ცუდი… რამდენნაირი ოჯახი არსებობს ამქვეყნად?” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგჯერ შენი ფიქრის, შენი რწმენის საწინააღმდეგოდ მიდიხარ ხოლმე, თანაც ამას გრძნობ, არ გინდა წახვიდე და მაინც მიდიხარ”.

* * *

„ყველა თხილისგულივით თავის პატარა და უბადრუკ ნაჭუჭში ცხოვრობს და ნაჭუჭს თხილისგულივით მხოლოდ იმიტომ ტოვებს, რომ გაქრეს…”

* * *

„გაგიჟებულ კაცს უნდა მოერიდო. როცა დამშვიდდება, მერმე გაასწორებთ ანგარიშს”.

* * *

„შენ უფლება გაქვს საკუთარ თავს სურვილისამებრ მოექცე. მაგრამ შენი მეგობრის, შენი აღმზრდელის განსაცდელში მიტოვების უფლება არა გაქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველა თავის ჭიას კლავს, ყველა თავისებურად აფრენს”.

* * *

„თუკი კაცი გქვია, სხვა თუ არა, საკუთარი აზრის თქმის უფლება მაინც უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, თუკი გაგაჩნია საკუთარი აზრი”.

* * *

„წლები გადის… კარგ თვისებებს ვკარგავთ და ცუდს ვიძენთ”.

* * *

„ხდება ხოლმე, კაცი დათვრება და ისე შეიცვლება, ვეღარც კი იცნობ”.

* * *

„სხვამ არ უნდა იცოდეს, რა ხდება შენს ოჯახში”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება