ამონარიდები სადეყ ჰედაიათის მოთხრობებიდან…
„თუ ცხოვრებას მხოლოდ სკოლის მერხიდან წამოღებული ცოდნით კი არა, უფრო ღრმად, რელიგიის მიერ გავრცელებული ცრურწმენების გარეშე განვიხილავთ, ჩვენ თვალწინ მრავალი საოცრება გადაიშლება”. - (აბუ ნასრის ტახტი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის ცხოვრებაში მცირედი ცვლილებაც კი საკმარისია, რომ იგი ახალი ამოცანის წინაშე დადგეს…” – (პატრიოტი)
* * *
„დარწმუნებული ვარ, რომ ბუნების რაც უფრო საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მით უფრო ბუნებრივი და მატერიალურია იგი და დაკავშირებულია იმ კანონზომიერებასთან, რომლის შეცნობაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება”. – (აბუ ნასრის ტახტი)
* * *
„ჩვენ თვალწინ ბევრი რამ ისეთი ხდება, რასაც შევეჩვიეთ და ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია. მაგრამ, თუკი რაიმე უჩვეულო ან საკვირველი შეგვხვდა, მას საოცრებად ვნათლავთ”. – (აბუ ნასრის ტახტი)
* * *
„ვაჟკაცი ვაჟკაცს სიბნელეშიც იცნობს”. – (ძმაკაცი აქოლი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უპატრონო ხეს ან წყალი წაიღებს ან ხელი”. – (სვავები)
* * *
„ – კაცს თოფი არ უნდა მიუშვირო, არ იცი, რომ ეშმაკის გატენილია?” – (ალავიე ხანუმი)
* * *
„თუ ოფიციალური მეცნიერების მიზანი ფულია, ამ შემთხვევაშიმ ეს მეცნიერება კი არა, უკაცრავად პასუხია, გართობის საშუალებაა”. – (აბუ ნასრის ტახტი)
* * *
„ზოგიერთი ძალიან იცვლება, ზოგზე კი დრო სრულიად არ მოქმედებს”. – (ქერეჯელი დონ ჟუანი)
* * *
„ბევრს გაიხსენებს ის, ვისთვისაც მთვარის შუქზე ტრფიალი უცხო ხილი არ არის, ვინც გაზაფხულის წვიმით ტკბება და ვისაც საამო, უდარდელი ბავშვობა ჰქონდა”. – (ხვალ) – (ავტორი გენია.ჯი)