ამონარიდები უილიამ ფოლკნერის რომანიდან – „ხმაური და მძვინვარება”

„კაცი რაღაცის და რაღაცის ჯამია, ჭუჭყს შერეული რაღაც გამოცანაა, ქანცმილეული მიათრევს თავის ტვირთს, რათა ნული – მიწის მტვერი გახდეს საბოლოოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ასე მოსდგამთ ქალებს: ადამიანის სულისას ვერაფერს გაიგებენ ისე, როგორც ეს ჩვენ შეგვიძლია. დაბადებითვე დაჰყვებათ აუარება მარცვალი მზა ეჭვისა, რომლებიც იჯეჯილებს ხოლმე და ხშირადაც არიან მართალნი, რაკიღა გუმანით ჩახვდებიან ბოროტებასა და ცოდვას, და ძალაც შესწევთ მიაკვლიონ დაკარგულ რგოლს ბოროტებათა ჯაჭვში. იმთავითვე მზად არიან ბოროტების ასახსნელად და საბანში გახვეულ მძინარეთა მსგავსად გარშემოცულან თავიანთივე მოგონილი თუ ნამდვილი ბოროტებით, ვიდრე ეს ბოროტება იქმს ან არ იქმს თავისას”.

* * *

„ყური მიგდეთ: კარგია სტუდენტობის წლებში ყმაწვილ კაცს თუ აქვს იდეალები ხასიათს რომ ჩამოუყალიბებს და საერთოდაც, კარგ ტრადიციებს აზიარებს, მაგრამ ცხოვრებაში გამოსული მიხვდები, თუ არ წაგლიჯე, არაფერი გამოვა, რადგან, დასწყევლოს ღმერთმა, ყველა აგრე აკეთებს”.

* * *

„მე ხომ მამისა ვარ. მშობელია ის ჩემი. მან მომანიჭა სიცოცხლე და თუ მეტყვის მე არა ვარო, აღარც მე ვიქნები”.

* * *

„თქვენი ყოველი სიტყვა შეიძლება თქვენსავე საწინააღმდეგო გამოდგეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიაკონი ყველგან დიაკონია”.

* * *

„ყველა თამაშს თავისი წესები აქვს იცოდე. გასაოცარი ის არის – ხომ შემთხვევათა ჯამია ადამიანი, ხომ ნაყალბევი კამათლების გაგორებაა მისი ყოველი ამოსუნთქვა, ხომ მთელი სიცოცხლე ვერ ჩამხვდარა და შერიგებია ბოლო ხელის გარდუვალობას და რას არ მიმართავს, ბავშვიც რომ მიუხვდება ისეთ წვრილმან თაღლითობასაც არ თაკილობს, ვინემ უდიდესი ზიზღით მოცული სასწორზე არ შეაგდებს თავს განრისხებული სინდისის ქენჯნით ატანილი და სასოებამიხდილი. პირველადვე კი არ დაყრის ფარ-ხმალს, არამედ მაშინ წახდება, როცა მიხვდება, მრისხანება, სინდისის ქენჯნა, სასოწარკვეთილება არც ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი ყოფილა იმ კამათლებმომარჯვებული შავბნელი მოთამაშისთვის”.

* * *

„ყოველი ადამიანი თავადაა თავისი ღირსების შემფასებელი, მაგრამ სხვას ნუ დაუწესებს, თუ რა სჯობია მისთვის”.

* * *

„მეტისმეტი არაფერი ვარგა”.

* * *

„ღვთის კანონის აბუჩად აგდება არავის შერჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>