ამონარიდები ლეონჰარდ ფრანკის მოთხრობიდან – „მიზეზი”
„მოგიწოდებთ თქვენ და მთელ კაცობრიობას, მინდა ჩემმა სიტყვებმა შეაღწიოს თქვენს გულებში: ნუ შეიძულებთ იმათ, ვისაც მისჯილი აქვს, მთელი სიცოცხლე კატორღაში გაატაროს, ან ჯალათის კუნძზე დაამთავროს სიცოცხლე. ისინი იტანჯებიან და კვდებიან თვითეული ჩვენთაგანის დანაშაულის გამო…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გვიან მხოლოდ მაშინ არის, როცა სასიკვდილო სარეცელზე წევხარ”.
* * *
„ – უმნიშვნელო უმცირესობა თავს ნებას აძლევს მილიონობით ადამიანთა გონება ისეთ ავადმყოფურ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ საშინელ გასაჭირში მყოფთ ჰგონიათ, გაჭირვება დაკანონებული აუცილებლობაა”.
* * *
„ – არის რაღაც, რასაც კაცი ვერ წარმოიდგენს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა საკუთარ ნებას არ ემორჩილები, მოულოდნელად ათასგვარ ამაზრზენ რამეს ჩაიდენ”.
* * *
„ – ბავშვები, ვისაც ცუდად და ბოროტად ექცევიან, ძლიერ ტანჯვასა და მოულოდნელ შიშს განიცდიან, მაგრამ ჭკუაზე მაინც არ იშლებიან, როგორც უფროსები, რომელთაც ანადგურებს მძიმე უბედურება. ბუნება კი ბავშვს ავიწყებს განცდილს, თორემ ჭკუაზე შეშლილი ბავშვები უფრო მეტი იქნებოდნენ, ვიდრე უფროსები. ყველა ქალაქში, ქუჩებში იქნებოდა ჩამწკრივებული ბავშვთა საგიჟეები”.
* * *
„მხეცს ადამიანში კვებავენ კანონის მიერ მოკვეთილი ადამიანის თავებით…”
* * *
„ვინც კაცს სიკვდილს უსჯის, თვითონ უნდა შეეძლოს თავის კუნძზე დადება…” – (ავტორი გენია.ჯი)