ამონარიდები სადეყ ჰედაიათის მოთხრობებიდან…
„ადამიანი უენო საქონელზედაც ადვილად ირყვნება”. – (ანტიქრისტეს სახედარი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყნად სასიხარულო და სასიამოვნო ადგილის პოვნა ჭირს, თორემ უბედურება და სიღატაკე ყველგან თავსაყრელადაა”. – (ხვალ)
* * *
„უკუნეთსაც თავისი ენა აქვს, რომლის გაგება ყველას არ ძალუძს”. – (ბრმა ბუ)
* * *
„ადამიანი დაუსრულებლად მიაბიჯებს უსიცოცხლო უდაბნოში, სადაც არც წყალია და არც მცენარე. მიაბიჯებს და ეჩვენება, რომ უკან ვიღაც მოსდევს. როგორც კი მობრუნდება, რომ უკან მავალს ხელი გაუწოდოს, რწმუნდება, რომ იქ აღარავინაა. შეშინებულს ფეხი უსხლტება და ორმოში ვარდება”. – (ხვალ)
* * *
„საკუთარი თავის შეცნობა ღმერთის შეცნობასაც ნიშნავს, ადამიანს ყოველ ნაბიჯზე ეშმაკეული ცდუნება ელის”. – (სიცოცხლის წყარო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებაგამოვლილი კაცის გამოცდილებამ დამანახვა ის თვალუწვდენელი უფსკრული, რაიც ჩემსა და სხვა ადამიანებს შორის ყოფილა”. – (ბრმა ბუ)
* * *
„ეს ცხოვრება გაყინული დერეფანია, სადაც კასტეტი უნდა გქონდეს ჩაბღუჯული, რომ ავი სულებისაგან თავი დაიცვა”. – (ხვალ)
* * *
„მარადისობა უტყვია”. – (ბრმა ბუ)
* * *
„თვალით ბრმა სჯობია გონებით ბრმას”. – (სიცოცხლის წყარო)
* * *
„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ენამუნჯი სჯობს ავმეტყველ მოსაუბრეს”. – (ავტორი გენია.ჯი)