ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”
„ხანდახან ადამიანი ერთ დღეში უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე წლების მანძილზე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ოჰ, რა დიდი ბედნიერებაა, როცა გიყვარს და უყვარხარ ქალს, რომელიც ნამდვილად ღირსია პატივისცემისა, მეგობრობისა, სიყვარულისა!”
* * *
„საერთოდ, ქმრები ყველაზე გვიან იგებენ ცოლების ღალატს”.
* * *
„გადაჭარბებული არც ქედმაღლობა ვარგა, არც თავმდაბლობა, მაგრამ თავმოყვარე კაცმა ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს თავისი ღირსება!”
* * *
„კაცი რაც უფრო მლიქვნელია, პირმოთნე, მაამებელი, მით უფრო ლაჩარია, მუხთალი, გაუტანელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც მეტი მოეთხოვება, იმას მეტიც ეკუთვნის!”
* * *
„ვის შეუძლია სილამაზის წინაშე თვალის გასწორება?! ქალის მომხიბვლელობა ხომ გამძვინვარებულ მხეცსაც მოათვინიერებს!”
* * *
„კაცის სილამაზე გარეგნობით კი არა, მისი სულიერი ვაჟკაცობით ფასდება!”
* * *
„თავმოყვარე ქმარს ძნელად რომ გული მოუბრუნდეს მოღალატე ცოლზე”.
* * *
„ – დეიდაჩემო, ფუფუნება არარაობა ყოფილა! მოსიყვარულე ქმრისა და შვილების გარეშე ქალის ცხოვრება ორ გროშად არა ღირებულა!” – (ავტორი გენია.ჯი)