ამონარიდები სადეყ ჰედაიათის ნოველიდან – „ბრმა ბუ”
„გულცივი ცხოვრება ადამიანის სახეს ნიღბად აქცევს. ზოგი მუდამ ერთ ნიღაბს ატარებს, რომელიც თანდათან ჭუჭყიანდება და ნაოჭებით იფარება. არიან ადამიანები, რომლებიც თავის სახეს მხოლოდ ახლობლებისათვის ინარჩუნებენ. ზოგი სულ ნიღბების ცვლაშია, ხანდაზმულობის ჟამს კი როცა უკანასკნელი ნიღაბი რჩება, მაშინ ნიღბის იქით ნამდვილი სახე გამოჩნდება ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისეთი რა გაუჭირდა ღმერთს, რომ ეს სამყარო ჩემთვის არ ეჩვენებინა”.
* * *
„სიცოცხლის მთელ გზაზე სიკვდილი ჩვენი მეგზურია”.
* * *
„მარტოობის შიში უბიძგებს ადამიანს შთამომავლობის კვლავწარმოებისკენ”.
* * *
„მხოლოდ სიკვდილი არ სტყუის!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემი ცხოვრება სანთელივით ნელა იღვენთება. არა, უკაცრავად, ჩემი ცხოვრება შეშის ღეროებსა და ნახშირს შუა ჩაჭედილ იმ ნედლ კუნძს ჰგავს, რომელიც კი არ იწვის, სხვისი ალით განათებული იფუჟება და უღმერთოთ ხრჩოლავს”.
* * *
„საფლავში მყოფ ადამიანისათვის დროს დაკარგული აქვს ფასი”.
* * *
„განა შეიძლება კი ვინმე მოეწონოს გარყვნილ დედაკაცს, ვისაც ერთი მამაკაცი თავისი ავხორცობის დასაკმაყოფილებლად უნდა, მეორე – საარშიყოდ, მესამე კი – საწამებლად”.
* * *
„ვინ იცის, რა ელის ადამიანს სიკვდილის შემდეგ?”
* * *
„ჩემს ოთახს ჰქონდა ორი ბნელი საკუჭნაო და ორი სარკმელი, რომლებიც ნაძირლების სამყაროს გადაჰყურებდა. ერთი სარკმელი ეზოს გადასცქეროდა, მეორე – ქუჩას. ამ ორი ფანჯრის საშუალებით გაიდო ხიდი ჩემსა და გარესამყაროს, ნაძირლების სამყაროს შორის”. – (ავტორი გენია.ჯი)