ამონარიდები რომენ როლანის რომან-ეპოპეადან – “ჟან-კრისტოფი”
„ყველამ იცის, რა ძნელია სრული გულახდილობა ბავშვსა და მშობლებს შორის, თუნდაც მათ უნაზესი სიყვარული აკავშირებდეს, რადგან ერთი მხრივ, პატივისცემა ხდის შეუძლებელს აღსარებას; მეორე მხრივ კი მცდარი აზრი – თითქოს ასაკი და გამოცდილება უპირატესობას ანიჭებდეს ვინმეს – ხელს უშლის მშობლებს შესაფერი სერიოზულობით მოეპყრონ ბავშვის გრძნობებს, თუმცა ეს გრძნობები არა ნაკლებ საინტერესოა, ვინემ მოზრდილისა და თითქმის ყოველთვის უფრო გულწრფელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოხუცი, მომაკვდავი კაცი ლუღლუღით, მწუხარედ უხმობდა დედას. დედას, უკანასკნელ და ამაო იმედს, დედას, რომელიც არასოდეს მოჰგონებია აქამდე და ინსტიქტურად დაუძახა უდიდესი შეძრწუნების ჟამს!”
* * *
„კარგადაა ცნობილი, რომ ენა სხეულის უკეთილშობილესი ნაწილიაო. რა იქნებოდა აზროვნება უსიტყვებოდ? რა იქნებოდა მუსიკა შემსრულებლის გარეშე?”
* * *
„კაცმა არასოდეს არ უნდა დაივიწყოს თავისი მტერი. იმათი ნება რომ იყოს, რა ხანია გაგვთელავდნენ. არც ჩვენ დავინდობთ მათ. ამიტომ ვამბობ, რომ არიან ადამიანები, რომელთა სადღეგრძელოს… ჩვენ არ ვსვამთ!”
* * *
„რის მაქნისია ჩივილი, როცა საშველი მაინც არ არის?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არაფერი შეედრება იმ მძაფრ მწუხარებას, რასაც ბავშვი განიცდის, როდესაც პირველად სხვების ბოროტებას შეიცნობს”.
* * *
„დღეთა ვეება ტალღა ნელ-ნელა იშლება. დღე და ღამე ერთიმეორეს ენაცვლება უვრცესი ზღვის მოქცევისა და მიქცევის მსგავსად. კვირეები და თვეები იწურებიან და იწყებიან ისევ. და დღეთა რიგი მიედინება, ვითარცა ერთი დღე”.
* * *
„მოვალეობა კაცმა პირნათლად უნდა აღასრულოს – მორჩა და გათავდა!”
* * *
„პირმოთნეობას საზიზღარი სუნი ასდის”.
* * *
„პატიოსან კაცს არა სჯობია რა!” – (ავტორი გენია.ჯი)