ამონარიდები ჯუზეპე გარიბალდის რომანიდან – „კლელია”

„დუელზე შემდეგი შეხედულებისა ვარ: ჩემი ფიქრით, ყოველთვის გასაკიცხნი არიან ისინი, ვინც ერთმანეთში ისე ვერ მორიგებულან, თუ ერთმა მეორეს სიცოცხლე არ მოუსწრაფა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველ თავგანწირულ ბრძოლაში ისეთი წამები გამოერევა ხოლმე, რომ სიკვდილი თავის საშიშროებას ჰკარგავს”.

* * *

„ქვეყანაზე ბედნიერება მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში არსებობს!”

* * *

„ბედისგან განებივრებულთა უმეტესობა დაჩაგრულთ არამც თუ გულგრილად ეკიდება, არამედ, პირიქით, უფრო უმწარებს უამისოდაც გამწარებულ სიცოცხლეს”.

* * *

„სიკვდილი, რომელიც ყველას ასწორებს, სიკვდილი, რომლისთვისაც ქვეყნიური განსხვავება არ არსებობს, ერთნაირად ხრწნის მეფესაც და გლეხსაც; სიკვდილი, ეს ყველასი გამთანაბრებელი, უეჭველია, ძალიან გაკვირვებული უნდა იყოს იმ განსხვავებით, რომლითაც მდიდარს და ღატაკს ასაფლავებენ!

გაოცებული როგორ არ იქნება, როცა მხოლოდ იმისთვის, რომ სხეული მიწას მიაბარონ, ადამიანები ამდენს ამბავს აღწევენ; როგორ არ უნდა ეცინებოდეს იმ ცრუ ცრემლებისა, რომლის ქვეშ, ხშირად ვერცხლისმოყვარე მემკვიდრის სიხარული და ხალხის გულგრილობაა ამოფარებული?!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხს, მსგავსად კერძო კაცისა, ღირსების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია; ხორციელი არსებობის გარდა, რომელსაც მისგან მართებულობა მოითხოვს, მას გონებრივი და სულიერი ცხოვრებაც ეჭივრება”.

* * *

„სჩანს, კაცობრიობის ბედი ასეთი ყოფილა, რომ სიკეთის გვერდით განუშორებლად უნდა იყოს სიავე, დამცირებაც და პატივახდაც”.

* * *

„დიდი საქმის, თვით დიდი ბოროტების მოსამოქმედებლად დიდი სულია საჭირო”.

* * *

„დიდი სავაჟკაცო საქმის არ მეშინია, ხოლო პატარა საქმე არ მეთაკილება”.

* * *

„განა არის ისეთი ტანჯვით სიკვდილი, რომ მოღალატისა და ჯაშუშისათვის სამყოფი იყოს?!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>