ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”
„ბუნებამ ქალები სუსტ, მგრძნობიარე, მიმნდობ არსებად გააჩინა. მამაკაცები იოლად ახვევენ თავბრუს., აცდენენ, სისულელეს ჩაადენინებენ, მერე კი მისდგებიან და ჰკიცხავენ, ჰკილავენ, სიცოცხლეს უსპობენ. ის კი ავიწყდებათ, რომ ქალთა ცოდვანი, თუ მთლიანად არა, სანახევროდ მაინც, მათ კისერზეა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იცოდე, შენი თავის მთავარი მკურნალი შენვე ხარ”.
* * *
„რა საამო, ტკივილების დამაყუჩებელი რამ ხარ, ზღვაო. დიდი თუ პატარა შენსკენ მოისწრაფის, მოილტვის, მაგრამ ამასთან, ვერაგიცა ხარ, სვავივით პირდაღებული…”
* * *
„თურმე ცხოვრება არასოდეს მოეწყობა თავისთავად. საჭიროა მასთან ბრძოლა, ჭიდილი”.
* * *
„ – რა ვუყოთ, სახარებაში სწერია: მცირესა ზედან კმაყოფილი იყავნ, რათა მრავალსა ზედან დაგამყაროს უფალმანო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასეთები ხართ ქალები, რაც თქვენთვის სასარგებლოა, გასაგებიცაა, რაც არა და, ჩინური ანბანია!”
* * *
„ამბობენ, ზღვა მარტო სანაპიროს კი არა, ადამიანებსაც რეცხს სიბინძურისგანო”.
* * *
„ეჰ, რა იოლია სხვისი განსჯა”.
* * *
„კაცი კაცად უნდა ვარგოდეს, თორემ წვერი თხასაც აქვს!”
* * *
„ცხოვრება ისედაც მკაცრია, ამიტომ ადამიანებმა ერთმანეთს ზოგი რამ უნდა ვაპატიოთ!” – (ავტორი გენია.ჯი)