ამონარიდები გუსტავ ფლობერის რომანიდან – „სანტიმენტალური აღზრდა”
„ – საერთოდ, მე მგონია, რომ არის სამი პარტია. არა! სამი ჯგუფი, რომელთაგანაც არცერთი არ მეპიტნავება: ისინი, ვისაც აქვს რამე, ისინი, ვისაც არაფერი არ აქვს და ისინი, ვინც ცდილობს რამე შეიძინოს. მაგრამ ყველანი ერთსულოვანი არიან ძალაუფლებისადმი სულელურ თაყვანისცემაში!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ისეთი ადამიანები, რომელთა დანიშნულება ის არის, რომ სხვების შუამავლები იყვნენ; მათ ზურგზე ისე გადადიან, როგორც ხიდზე, და გზას განაგრძობენ”.
* * *
„პოლიტიკურ დანაშაულს გამართლება არ აქვს. უფრო მალე შეიძლება გაჭირვებით გამოწვეული დანაშაულის პატიება”.
* * *
„ – დემოკრატია პიროვნების თავაშვებულება როდია. ეს არის თანასწორობა ყველასი კანონის წინაშე, შრომის განაწილება, წესრიგი!”
* * *
„თქვენი კაპიტალი უზრუნველყოფს თქვენს მდგომარეობას, თქვენი მდგომარეობა კი კაპიტალია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გული არასოდეს არ უნდა გაიტეხო”.
* * *
„ზოგიერთი ადამიანისათვის მოქმედება მით უფრო განუხორციელებელია რამდენადაც მათი სურვილი უფრო ძლიერია”.
* * *
„საკუთარი შეცდომების აღიარება საძრახისი არ არის”.
* * *
„იმაზე მეტი დამცირება არ შეიძლება, ხედავდე უჭკუოს, რომელიც სწორედ იქ აღწევს წარმატებას, სადაც შენ მარცხდები”. – (ავტორი გენია.ჯი)