ამონარიდები კობო აბეს რომანიდან – „გამყინვარების მეოთხე პერიოდი”
„მამათა და შვილთა დავაში მსჯავრმდებლები ყოველთვის შვილები არიან. შემქმნელთ სჯიან ნაშიერნი. დიახ, რა აზრისაც არ უნდა იყვნენ მშობელნი, ეტყობა, ეს სინამდვილის გარდუვალი კანონია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც უფრო შორია მომავალი, მით მეტია შეცდომებიც”.
* * *
„ადამიანი იმიტომ კი არ ტირის, რომ ნაღვლიანია, იმიტომ არის ნაღვლიანი, რომ ტირის”.
* * *
„როცა ძაღლი პატრონს კბენს, დამნაშავე პატრონია”.
* * *
„მომავალს, რომელიც ჯერ არც კი დაწყებულა, არა აქვს აწმყოს განსჯის უფლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მკვლელობა ბოროტებად იმიტომ კი არ ითვლება, რომ ადამიანს ხრწნად სხეულს ართმევს, არა, მხოლოდ იმიტომ, რომ უსპობს მომავალს”.
* * *
„მთავარი საქმეა, სულიერად გასტეხო”.
* * *
„სამალავებს სწორედ მოულოდნელ ადგილებში აწყობენ”.
* * *
„მტერი თვითონ შენშია. შენი აზროვნების მეთოდი, – აი, ვინ არის ჩვენი ნაღდი მტერი”.
* * *
„მომავლის წინაშე ჩადენილი დანაშაული აწმყოსა და წარსულის წინაშე ჩადენილი დანაშაულისაგან განსხვავებით, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა”. – (ავტორი გენია.ჯი)