ამონარიდები არჩილ სულაკაურის მოთხრობებიდან…
„როგორ შეიძლება მოკლა კაცი, რომელიც შენსავით არ ფიქრობს, შენსავით არ აზროვნებს, რომელსაც სხვანაირად ესმის ცხოვრება? მერმე რაა, რომ იარაღი გაქვს ხელში, ძალა გაქვს და ის შენზე სუსტია… თუ შენ მართალი ხარ, დაარწმუნე, დააჯერე, რომ მართალი ხარ. სიმართლეს ადვილად გრძნობენ, ხვდებიან, მას არ უნდა იარაღი… არც მათრახი…” – (ტალღები ნაპირისაკენ მიისწრაფიან) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დანგრევით ნუ დაიწყებ ცხოვრებას, ვაითუ დაგებედოს…” – (წყალდიდობა)
* * *
„საქმე ის არის, არ მოკვდე, თორემ რა მნიშვნელობა აქვს როდის მოკვდები”. – (ტალღები ნაპირისაკენ მიისწრაფიან)
* * *
„დუმილს დუმილით უნდა უთხრა სათქმელი”. – (წყალდიდობა)
* * *
„ჩემი სიმდიდრე ხსოვნაში აღბეჭდილი მახლობელ ადამიანთა ძვირფასი სახეებია”. – (ხიდი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ თუ ვძარცვავთ, ვამდიდრებთ კიდეც ერთმანეთს…” – (ძველი ამბავი)
* * *
„ყველაფრისათვის ფასი დაუდვიათ ამქვეყნად, კაცობისათვის, პატიოსნებისათვის, ღვაწლისთვის, ჰო, სილამაზისთვისაც დიდი ფასი დაუდვიათ. ყველაფერი ძვირად ფასობს, უფრო მეტად, ვიდრე ღირს…” – (წყალდიდობა)
* * *
„ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის რაღაცით ვძარცვავთ, რაღაცას ვართმევთ, შესაძლებელია ძალიან მცირეს, მაგრამ მაინც ვტაცებთ”. – (ხიდი)
* * *
„ცხოვრება მარტივად არის მოწყობილი, მას ადამიანები ვართულებთ”. – (წყალდიდობა)
* * *
„ყველა ბავშვი ლამაზია”. – (ოქროს თევზი) – (ავტორი გენია.ჯი)